ჟურნალისტი კოტე ინაშვილი, პოლიტიკოს ირმა ინაშვილის ძმა ავტოავარიაში დაიღუპა

ჟურნალისტი კოტე ინაშვილი, პოლიტიკოს ირმა ინაშვილის ძმა ავტოავარიაში დაიღუპა

დღეს დუშეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ავტოავარიის შედეგად დაღუპულია ცნობილი ქართველი ტელეჟურნალისტი კოტე ინაშვილი. ის გახლავთ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ასევე ცნობილი ჟურნალისტის ირმა ინაშვილის ძმა. ცნობილია, რომ ინაშვილი ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხვა დაშავებულები არ არიან. დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება. ოჯახს მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს კოტე ინაშვილის ახლობლებმა. კოტე ინაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხსა და ტელეკომპანია „ობიექტივში“. ჩვენი ვებგვერდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ირმა ინაშვილს, მის ოჯახსა და ახლობლებს.

ვუსამძიმრებთ ირმა ინაშვილის ოჯახს

 

 

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.