გედი ფოფხაძე და ვახო სანაია ბიძინა ჩოლოყაშვილის და ბახტრიონის აჯანყების სხვა მოთავეების წინააღმდეგ

გედი ფოფხაძე და ვახო სანაია ბიძინა ჩოლოყაშვილის და ბახტრიონის აჯანყების სხვა მოთავეების წინააღმდეგ

ყოფილი პარლამენტარი და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი გედი ფოფხაძე ამავე პარტიის ერთ-ერთ ლიდერსა და მოქმედ პრემიერ-მინისტრს მკაცრად აკრიტიკებს. კერძოდ, ფოფხაძემ ირაკლი ღარიბაშვილს მშიშარა უწოდა, იმის გამო, რომ ღარიბაშვილმა მთავარ საკითხად საქართველოს მოსახლეობის და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოება, მშვიდობა დააყენა და კატეგორიული უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის პარალელურად, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე. გედი ფოფხაძის აზრით, ეს არის კაპიტულანტური და სამშობლოს გამყიდველური მიდგომა. „გამოდის, ღარიბაშვილი რომ ყოფილიყო იქ, როდესაც ჯალალედინმა ქართველებს ხიდზე მაცხოვრის ხატი დაუდო და რჯულის შეცვლა მოსთხოვა, იგი ეტყოდა ქართველებს – გადაიარეთ ხატზე ფეხით და შინ მშვიდობით წადით, ასე ჯობიაო?“ – აცხადებს ფოფხაძე. უნდა ითქვას, რომ ასეთი დემაგოგია დღევანდელ საქართველოში მოდაშია. მაგალითად, დაახლოებით იგივეს ამბობს ვანო მერაბიშვილის ყოფილი პირადი შნირი ჟურნალისტი ვახო სანაიაც. „რა, მტერი რომ შემოვიდეს, არ უნდა დავიცვათ თავი და ოჯახები? უნდა შეგვეშინდეს და ჩავიჯვათ? ასე ძალიან გეშინიათ რუსი მედესანტეების ლაჩრებო?“ – დიადი ვაჟკაცური შემართება იგრძნობა ვახო სანაია ამ ფეისბუქ-პოსტში. ეს ის „უშიშარი“ სანაიაა, მეზობლად მცხოვრებმა ორმა ახალგაზრდამ რომ ერთი დაუპრუწუნა და ამ „უშიშარმა“ პატრულს, პროკურატურას, მუნიციპალურ პოლიციას, საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, საზღვაო პარაშუტისტებს, ჩიპის, დეილის, სპაიდერმენს და ყველას და ყველაფერს დაურეკა – „არიქა, მიშველეთ, მემუქრებიანო!“. მოგვიანებით კი, სასამართლოზე, „უშიშარი“ სანაია ამ ბიჭების ლამის დახვრეტას ითხოვდა – „ცოტა ვადას თუ მიუსჯით, რომ გამოვლენ მიპოვიან და შურს იძიებენ, საშიშროების ქვეშ ვარო“. როგორც ჩანს, ვახუნას მხოლოდ რუს მედესანტეებთან ეხსნება „სიმამაცის სარქველი“. რაც შეეხება „რა? სად? როდის?“-ის მოთამაშე გედი ფოფხაძეს, მას ერთი ასეთი კითხვა გვინდა დავუსვათ – რა მოხდა კახეთში 1659 წელს? ანდა – სად მოხდა ბახტრიონის აჯანყებად ცნობილი მოვლენა? ან თუნდაც, როდის მოხდა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ქვეყნის გადამრჩენელი აჯანყება? თუ ამ კითხვებზე პასუხს გაგვცემს ბატონი გედი, გვინდა კიდევ ერთი კითხვა დავუსვათ – როგორ მოიქცნენ ბახტრიონის გმირები? გამარჯვებული აჯანყების მოთავენი სპარსეთის შაჰს ეახლნენ და პატიება სთხოვეს? კი, პასუხი სწორია! და რატომ სთხოვეს პატიება? იმიტომ, რომ თავისი ქვეყნისთვის მშვიდობა სურდათ! ანუ, თუკი ირაკლი ღარიბაშვილს „კაპიტულანტს“ და „სამშობლოს გამყიდველს“ ვუწოდებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის უკრაინის მოთხოვნით მეორე ფრონტს არ უხსნის რუსეთს და მშვიდობა სურს, იქნებ გვითხრათ, ბატონო გედი, რას უწოდებდით თქვენ შაჰთან პატიების სათხოვნელად წასულ „ჩმორ“ და „მშიშარა“ ბახტრიონელებს?

“უშიშარი” ვახო და “უდრეკელი” გედი
Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.