თაკო ჩარკვიანი ნიკანორ მელიას, ირიბად, მაგრამ გაბედულად, გიგა ბოკერიას აგენტობაში სდებს ბრალს

თაკო ჩარკვიანი ნიკანორ მელიას, ირიბად, მაგრამ გაბედულად, გიგა ბოკერიას აგენტობაში სდებს ბრალს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკანორ მელიას და პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის დაპირისპირება ახალი ამბავი არაა. ეს დაპირისპირება მაშინ შევიდა აქტიურ ფაზაში, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მერე, ნულ პროცენტიანმა ჩარკვიანმა თავის თავზე აიღო პროცესები, რუსთაველზე ლეიბების დაყრა და იქ გაწოლა მოითხოვა და საპროტესტო მიტინგიც ერთპიროვნულად დაგეგმა. მაშინ ნიკა მელიამ ცალსახად განაცხადა, რომ „ნაცების“ აქტივი ჩარკვიანის ამ უაზრო აქციას მხარს არ დაუჭერდა. სწორედ მაშინ გალანძღა ღიად და საჯაროდ მელია ჩარკვიანმა, მაგრამ ახლა უკვე ეს ლანძღვა-გინება სულ სხვა საფეხურზეა ასული. ტელეკომპანია პირველის ეთერში თაკო ჩარკვიანმა, მართალია ირიბად, მაგრამ სავსებით გარკვევით დასდო ბრალი ნიკა მელიას იმაში, რომ მან გიგა ბოკერიას დავალებები შეასრულა. „ჩვენ მოგებული ომი წაგვაგებინა ნაციონალური მოძრაობის ძალიან სუსტმა თავმჯდომარემ. თუ გახსოვთ, როდესაც გავრილოვის ღამეს ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბა, მე მაშინვე დავსვი კითხვა, ამ უდიდესი აქციის გასაღები უცებ როგორ აღმოჩნდა ბოკერია-ჩერგოლეიშვილის წყვილის ხელში? ასევე მოხდა არჩევნების შემდეგაც, ნიკანორ მელიამ დააძინა პროცესი და მე ვსვამ კითხვას, ნიკანორ მელიამ ნებით ხომ არ მისცა ეს გასაღები ევროპულ საქართველოს? მე არ მინდა მას რაღაცეებში ბრალი დავდო, მაგრამ ის არის ძალიან სუსტი თავმჯდომარე. სხვა შემთხვევაში, შეუძლებელია ბევრად დიდი და ძლიერი ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ უბრალოდ ანტურაჟს უქმნიდეს ბევრად სუსტ და პატარა ევროპულ საქართველოს“ – ამბობს თაკო ჩარკვიანი. მელია ჯერ კვლავ პასიურ რეჟიმშია და ისევე, როგორც ზოგადად მიმდინარე პროცესებზე, არც თაკო ჩარკვიანის ამ ბრალდებაზე გაუკეთებია კომენტარი. ამ თემაზე დუმილს ამჯობინებს ჩერგოლეიშვილ-ბოკერიას წყვილიც. ასე რომ, რუსთაველზე ლეიბების გაფენა და კოტრიალი კვლავაც მხოლოდ თაკო ჩარკვიანის აკვიატებულ იდეად რჩება.

ამან მოგებული ომი წაგვაგებინა, იმის გავლენითო
Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.