უკრაინაში საბრძოლველად წასული ალეკო ელისაშვილი და მისი ძმაკაცი ლევან იოსელიანი პოლონეთში „გულაობენ“

უკრაინაში საბრძოლველად წასული ალეკო ელისაშვილი და მისი ძმაკაცი ლევან იოსელიანი პოლონეთში „გულაობენ“

რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საომრად ხმაურითა და ერთი ამბებით წასული დიადი მებრძოლი ალეკო ელისაშვილი, მოულოდნელად პოლონეთში აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები როგორ შეხვდნენ მეგობარი პარლამენტარები ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს კიევის აეროპორტში, ცოტა ხანში გახმაურდა ისიც, რომ ელისაშვილი უკრაინაში აღარ იმყოფება. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები, რომ „ალიკია მოხალისე“ თბილისს დაბრუნდა. თუმცა, თბილისშიც რომ ვეღარავინ იპოვა და მოძიება დაიწყეს, თაღლითობით და „პაკაზუხობით“ ისედაც ცნობილი ელისაშვილი იძულებული გახდა თავადვე გაემხილა სად იმყოფება სინამდვილეში. გაირკვა, რომ ალეკოს და მის მეგობარ თანაპარტიელს ლევან იოსელიანს პოლონეთში ზვიად გამსახურდიას ვაჟი – გიორგი გამსახურდია მასპინძლობს. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში თავად ალეკო ელისაშვილმა დაწერა და ფოტოც დაურთო. „ვარშავაში ვარ, ბავშვობიდან ჩემი უსაყვარლესი პოლონელი გენერლის, პილსუდკის ძეგლთან, ბავშვობიდან ჩემი უსაყვარლესი ზვიად გამსახურდიას შვილთან, გიორგისთან ერთად“. ტექსტი ნამდვილას ელისაშვილისაა და არა „ფეიკი“ რადგან იქაც კი „პაკაზუხობისთვის“ იცლის და ტრაბახობს, თითქოს, ბავშვობიდან რუსებთან მებრძოლ პოლონელ გენერალ პილსუდკის ეტრფოდა. სინამდვილეში, როგორც „ბოროტი ხმები“ ამბობენ სწორედ საბჭოთა კაგებეს პოლიტიკური ტექნოლოგიების სკოლის კურსს გადიოდა და პილსუდსკი ბავშვობაში გაგონილიც არ ჰქონდა. აქვე გვატყობინებს „გმირი“ ალეკო როდის ვიხილავთ მას სამშობლოში – „ერთ თვეში დავბრუნდები საქართველოში ლევანთან ერთად. მადლობა გიორგი გამსახურდიას ვარშავაში მასპინძლობისთვის. მაგრამ თუ დავინახავ რომ გმირულ უკრაინაში კვლავ საჭირო ვარ მეომრად, იმ წამს დავბრუნდები!“ – წერს ელისაშვილი. გვაპატიოს „გმირი ელისას“ თაყვანისმცემლებმა, მაგრამ ორი-სამი შეკითხვა მაინც გაგვიჩნდა მასთან: 1. უკრაინაში 2 კვირა „იბრძოდა“ და პოლონეთში 1 თვით უნდა „იგულაოს“. ეს ფრონტზე მოხალისედ წასვლის ახალი მოდაა? 2. ქართველ პარლამენტარებს, ელისაშვილსა და იოსელიანს, აქვთ თუ არა 2 თვე სადაც სურთ იქ „გულაობის“ უფლება? 3. რანაირად უნდა დაინახოს ელისაშვილმა მისი კვლავ საჭიროება უკრაინის ფრონზე? გული უგრძნობს თუ პირადად ზელენსკი მოუხმობს? 4. გიორგი გამსახურდია ოფიციალურად არის საქართველოს პოლიციის ატაშე ვარშავაში, ანუ მოქმედი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ ჩინოსანი… დავიჯეროთ, ის, რომ გამსახურდია მთელი ერთი თვით მასპინძლობს ელისაშვილს ვარშავაში, არავითარ ეჭვს არ აჩენს „დამოუკიდებელი“ ალეკოს და „ქართული ოცნების“ კავშირებზე?

როგორც კი უკრაინას “რემბოს” რანგში დავჭირდები, დავბრუნდებიო!
Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.