ვანო მერაბიშვილის ცნობილი შნირი და ამჟამად ყევლაზე მატყუარა ტელევიზიის წამყვანი ვახო სანაია ღიად ლანძღავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ჟურნალისტს, რაც არ უნდა მიკერძოებული იყოს ის, რა თქმა უნდა, მაინც აქვს მთავრობის წარმომადგენლის კრიტიკის უფლება, მაგრამ საქმე ისაა, რომ მერაბიშვილის ყოფილი ჩმორის, ვახო სანაიას გამონათქვამები ძალიან შორსაა ჟურნალისტური კრიკიტისგან და რეალურად პირდაპირი პირადი შეურცხყოფაა. „ღარიბაშვილი მარტო რეგვენი არაა, ყველაფერთან ერთად მანიაკია. ტიპი სტუდენტობიდანვე მონად ჩამოყალიბდა. უბრალოდ, მონობის გარდა არაფერი იცის. იქ მანიაკი სიმამრი, აქეთ ივანიშვილი, რომელმაც საერთოდ ხაზი გადაუსვა და არარაობად ჩამოაყალიბა. მონის თვისებაა, რაც უფრო ამცირებს ბატონი, მით უფრო აგრესიულია სხვების მიმართ. თავისი შეგნებული ცხოვრების არც ერთ მომენტში თავისუფალი არ ყოფილა“ – წერს სანაია. ერთ რამეში მართლა უნდა დავეთანხმოთ – როგორც ჩანს, ვახო სანაიამ მართლა ძალიან კარგად იცის, „მონის თვისება“ რაც არის, რადგან არსებობენ მოწმეები, რამდენად ამცირებდა და რა სიტყვებით აყენებდა შეურაცხყოფას ვანო მერაბიშვილი ვახო სანაიას, როდესაც დავალებებს აძლევდა რა როგორ უნდა გაეშუქებინა ვახოს მაშინ „პირველ არხზე“ და რა თემას, ან რომელ პიროვნებას არ უნდა შეხებოდა. აი, სწორედ ამ დროს აითვისა ვახომ მონის პირობითი რეფლექსები და ახლა ჰგონია, რომ სხვებიც მისნაირები არიან. ისიც საინტერესოა, ახლა რომ ასე „გამადიდებელი შუშით“ ამჩნევს „მანიაკებს“, სააკაშვილ-ახალაია-მერაბიშვილის დროს მანიაკური არაფერი შეუმჩნევია მათთვის ვითომ? თუმცა რა ვიცით, ადამიანი, რომელიც წერს „ღარიბაშვილი არც ერთ მომენტში არ ყოფილა თავისუფალიო“, ფაქტია, თვითონ მხოლოდ „მომენტებში“ არის ხოლმე თავისუფალი და რეალური თავისუფლება რომ „მომენტებს“ არ მოიცავს და მუდმივი სულიერი მდგომარეობაა, ეს მისთვის უცხოა. ჰოდა, ასეთი „ალაგ-ალაგ თავისუფალი ჟურნალისტი“ რას შეამჩნევს და რას ვერა, ვინ გაიგებს? ასევე შეამჩნია მან ეტყობა, რომ „ლექსო ლაშქარავა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაკვლევინა“. არადა, ეს უკვე ჟურნალისტის თვალსაზრისი კი არა, კონკრეტული სისხცლის სამართლებრივი ბრალდებაა, რასაც დამტკიცება ესაჭიროება. დაუმტკიცებელ ბრალდებებზე კი, წესით ყველას პასუხი უნდა მოეთხოვებოდეს, მათ შორის ჟურნალიტსაც…