თბილისი, 31 იანვარი. „კასპერსკის ლაბორატორიების“ გლობალური გამოკითხვის თანახმად, ტოპ მენეჯერების ნახევარზე მეტი (62%) აღიარებს, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ინფორმაციის უსაფრთხოების დეპარტამენტთან გაუგებრობამ გამოიწვია მინიმუმ ერთი ინციდენტი მათ ორგანიზაციებში: გამოკითხვა ჩატარდა 2022 წლის ოქტომბერში. მონაწილეობდნენ 1300-ზე მეტი კომპანიების ხელმძღვანელები (50-ზე მეტი პერსონალით) მსოფლიოს 25 ქვეყნიდან.
ასევე, გამოკითხულთა ორმა მესამედმა (67%) დაადასტურა, რომ კომუნიკაციის პრობლემები სერიოზულად აჭიანურებდნენ კიბერუსაფრთხოების პროექტების განხორციელებას. დაახლოებით მესამედმა თქვა, რომ მსგავსი სირთულეები არაერთხელ განიცადა.
გარდა ამისა, კომუნიკაციის არ არსებობას მოჰყვება ისეთი ნეგატიური შედეგები როგორებიც არიან: ბიუჯეტის ფუჭად ხარჯვა, ღირებული თანამშრომლის დაკარგვა და გუნდური ურთიერთობების გაუარესება. ასეთ სიტუაციებში აღმოჩნდა გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (61%). მთლიანობაში, გაუგებრობას კიბერუსაფრთხოების საკითხებში შეეჯახნენ IT-სთან კავშირის არ მქონე რესპონდენტთა 98%-ი.
კომუნიკაციის სირთულეები არა მხოლოდ აუარესებს ბიზნეს-მაჩვენებლებს, არამედ ისინი ასევე გავლენას ახდენენ თანამშრომლების ემოციურ მდგომარეობაზე (34%) და კომპანიის ხელმძღვანელებს აეჭვებს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების კომპეტენციაში (33%). გარდა ამისა, ტოპ მენეჯერების 28% აღიარებს, რომ გაუგებრობების გამო კარგავს ნდობას ბიზნესის უსაფრთხოების მიმართულებით, ხოლო 26% ეს სიტუაცია ანერვიულებს, რაც გავლენას ახდენს მათი მუშაობის ეფექტურობაზე.
კომპანიის ლიდერებსა და კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სპეციალისტებს შორის მკაფიო კომუნიკაცია ბიზნესის უსაფრთხოების აუცილებელი პირობაა. პრობლემა იმაშია, რომ საკუთარი თავის სხვების ადგილზე დაყენებით ვერ შევძლებთ სერიოზული გაუგებრობების წინასწარ განსაზღვრას და თავიდან აცილებას. ეს ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, CISO-ს (ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარ ოფიცერს) უნდა შეეძლოს ბიზნეს ენაზე კომუნიკაცია, რათა უკეთ ახსნას არსებული რისკები და უსაფრთხოების ზომების საჭიროება. მეორე მხრივ, ტოპ მენეჯერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ინფორმაციის უსაფრთხოება ბიზნესის განუყოფელი ნაწილია, ხოლო ინფორმაციული უსაფრთხოების ბიუჯეტის შექმნა არის გამართლებული ინვესტიცია კომპანიის აქტივების დაცვაში,” – გაგვიმარტავს „კასპერსკის ლაბორატორიის“ საინფორმაციო უსაფრთხოების ხელმძღვანელი ალექსეი ვოვკი.
ბიზნეს ლიდერებსა და კიბერუსაფრთხოების პროფესიონალებს შორის კომუნიკაციის საკითხების შესახებ სრული ანგარიში ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.