2022  წელს  „კასპერსკის ლაბორატორიამ“   თითქმის ორჯერ მეტად შესძლო შეეჩერებინა  ფიშინგურ  ბმულებზე  დაწკაპუნების ნახევარ მილიარდზე მეტი მცდელობა

2022 წელს „კასპერსკის ლაბორატორიამ“ თითქმის ორჯერ მეტად შესძლო შეეჩერებინა ფიშინგურ ბმულებზე დაწკაპუნების ნახევარ მილიარდზე მეტი მცდელობა

„კასპერსკის ლაბორატორიის“  უსაფრთხოების გადაწყვეტილებების ანტი-ფიშინგურმა სისტემამ 2022 წელს შეაჩერა ფიშინგის ბმულებზე დაწკაპუნების 507851735 მცდელობა, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია ვიდრე 2021 წელს.

როგორც კომპანია გვაცნობებს,  ფიშინგ ბმულებზე დაწკაპუნებები ყველაზე ხშირად იბლოკებოდა ვიეტნამის მომხმარებლების მოწყობილობებზე (17,03%) – 2021 წელს ეს ქვეყანა არ იყო ყველაზე იერიშმიტანილი ქვეყნებისა და ტერიტორიების ტოპ 10-ულში. მეორე ადგილზე მაკაოა (13,88%), რომელიც ასევე არ იყო გასული წლის რეიტინგში. მესამე ადგილზეა მადაგასკარი (12,04%), რომელიც 2021 წელს მეშვიდე ადგილზე იყო. ვიეტნამისა და მაკაოს გარდა, ყველაზე თავდასხმულ ქვეყნებსა და ტერიტორიებში ალჟირი (11,05%), მალავი (10,91%) და მაროკო (10,43%) მოხვდნენ. ეკვადორი (11,05%) მეხუთე ადგილზე გადავიდა, ხოლო ბრუნეიმ (10,59%) ერთი ადგილით ჩამოინაცვლა და  მეშვიდეზე ადგილზე მოხვდა. ბრაზილია (10,57%) და პორტუგალია (10,33%) პირველი და მესამე ადგილებიდან მერვე და მეათე ადგილზე გადავიდნენ, ხოლო საფრანგეთმა, რომელიც 2021 წელს მეორე ადგილზე იყო, TOP 10-ული დატოვა.

როგორც წინა წლებში, ფიშინგ გვერდების უმეტესი ნაწილი განთავსებული იყო COM დომენის ზონაში, მაგრამ მისი წილი თითქმის განახევრდა — 31,55%-დან 17,69%-მდე. მეორე ადგილი დაიკავა XYZ ზონამ (8,79%), რომლის წილიც შემცირდა. მესამე ყველაზე პოპულარული დომენი თავდამსხმელებს შორის იყო FUN დომენი (7,85%), რომელიც მანამდე ყურადღებას არ იპყრობდა.  დომენი ასოცირდება გასართობ კონტენტთან, რითაც ალბათ თაღლითები მოიხიბლნენ.  ORG (3,89%) და TOP (1,80%) დომენები დარჩნენ მეოთხე და მეხუთე ადგილებზე, რომლებმაც 2021 წელთან შედარებით ადგილები გაცვალეს მხოლოდ. გარდა ამისა, კიბერკრიმინალებს შორის ყველაზე პოპულარული დომენური ზონების ათეულში შედიან ისეთი ქვეყნების დომენური ზონები, როგორებიც არიან: RU (1,52%), COM.BR (1,13%), DE (0,98%), CO.UK (0,98%) და SE (0,92). %).

2022 წელს, ანტი-ფიშინგის მიერ დაბლოკილ ფიშინგ ბმულებზე დაწკაპუნების მცდელობების უმეტესობა დაკავშირებული იყო მიწოდების სერვისების იმიტირებულ გვერდებთან (27,38%). მეორე ადგილზეა ონლაინ მაღაზიები (15,56%), რომლებმაც კიბერკრიმინალებში პოპულარობა მოიპოვეს პანდემიის დროს. ხოლო მესამე და მეოთხე ადგილები გადახდის სისტემებმა (10,39%) და ბანკებმა (10,39%) დაიკავეს.

2022 წელს  „კასპერსკის ლაბორატორიის“   მობილურმა გადაწყვეტამ დაბლოკა მესენჯერიდან ფიშინგურ გვერდზე გადასვლის 360 185 მცდელობა. აქედან 82,71% იყო WhatsApp–დან, 14,12% Telegram–დან და კიდევ 3,17% Viber–დან.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *