ზედიზედ მეორე წელია, KasperskyEDRExpert ღებულობს მთლიანი სიზუსტის უმაღლეს რეიტინგს SE Labs Enterprise Advanced Security EDR კლასის გადაწყვეტილებებში.
„კასპერსკის ლაბორატორიის“ თანახმად, ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო ბაზრის ექვსმა EDR ლიდერმა პროდუქტმა. მათი კიბერშეტევებისადმი გაძლება გამოცდილი იქნა 16 იმიტირებულ კიბერშეტევაზე – ოთხი კიბერ ჯგუფის მიერ გამოყენებული ტექნიკის საფუძველზე, ესენია: Turla, Ke3chang, Kimsuky და ThreatGroup3390. თითოეული პროდუქტის ტესტირება განხორციელდა სხვადასხვა ეტაპებზე, დაწყებული შეღწევიდან და პრივილეგიების გაზრდიდან ქსელის გავლასა და მონაცემთა ექსფილტრაციამდე.
„კასპერსკის ლაბორატორიის“ გადაწყვეტამ 100%-ით დაიცვა სატესტო სისტემა, აღმოაჩინა 16-ვე შეტევა თითოეულ ეტაპზე და დააგროვა მაქსიმალური 1188 ქულა Total Accuracy Rating-ში. ეს ქულა მიიღეს ორ კრიტერიუმზე დაყრდნობით – აღმოჩენის სიზუსტე (Detection Accuracy) და ცრუ დადებითი რაოდენობა (Legitimate Accuracy). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროდუქტმა არა მხოლოდ ამოიცნო შეტევის ყველა ეტაპი, არამედ არც ერთი ცრუ დადებითი შედეგი არ მოუცია, რისთვისაც მას მიენიჭა მაქსიმალური რეიტინგი – AAA.
„დამოუკიდებელი ტესტები გვეხმარებიან დავაკვირდეთ ჩვენი გადაწყვეტილებების ხარისხს და ადასტურებენ რომ მათ უნარი შესწევთ რეაგირება მოახდინონ სწრაფად ცვალებადი საფრთხის ლანდშაფტზე. მოხარულნი ვართ, რომ Kaspersky EDR Expert გადაწყვეტამ მიიღო უმაღლესი შეფასება SE Labs-ისგან ტესტის შედეგების საფუძველზე. ეს ადასტურებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ“, – ამბობს „კასპერსკის ლაბორატორიის“ ანტივირუსული კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ვლადიმერ კუსკოვი.
„კასპერსკის ლაბორატორია“ მუდმივად იძლევა შესანიშნავ შედეგებს Enterprise Advanced Security ტესტში. მასში ჩვენ ვამოწმებთ უსაფრთხოების გადაწყვეტილებების უნარს გაუძლოს როგორც მასობრივ, ისე მოწინავე საფრთხეებსაც, რომლებსაც აწყდებიან კომპანიები და ფიზიკური პირები მთელს მსოფლიოში. ეს ძალიან რთული ტესტია და ის ფაქტი, რომ „კასპერსკის ლაბორატორია“ წარმატებით გადის მას რამდენიმე წელია, მეტად აგვაღფრთოვანებს “, – ამბობს SE Labs-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი საიმონ ედვარდსი.
Kaspersky Endpoint Detection and Response Expert უზრუნველყოფს სრულ დაცვას ყველა სამუშაო სადგურისა და სერვერისთვის კომპანიის კორპორატიულ ქსელში და ასევე ეფექტურად იცავს მათ რუტინული EDR ამოცანების ავტომატიზაციის გზით. ეს ანალიტიკოსებს საშუალებას აძლევს სწრაფად ამოიცნონ რთული საფრთხეები, დაადგინონ პრიორიტეტები, გამოიძიონ და შეარბილონ მიზანმიმართული კიბერშეტევები. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ მეტი გადაწყვეტის შესახებ ვებგვერდზე. SE Labs Enterprise Advanced Security ტესტის სრული შედეგები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე: