SE Labs: „კასპერსკის ლაბორატორიის“  გადაწყვეტილებებმა  კვლავ უჩვენეს 100% ეფექტურობა მავნე პროგრამების წინააღმდეგ

SE Labs: „კასპერსკის ლაბორატორიის“ გადაწყვეტილებებმა კვლავ უჩვენეს 100% ეფექტურობა მავნე პროგრამების წინააღმდეგ

გადაწყვეტილებებმა Kaspersky Security for Business, Kaspersky Small Office Security და Kaspersky Plus  მიიღეს მაქსიმალური ქულა კომპანია SE Labs-ის  ტესტში 2023 წლის მესამე კვარტალში.

„კასპერსკის ლაბორატორია“  იუწყება, რომ სამივე პროდუქტმა აჩვენა აბსოლუტური ეფექტურობა ელექტრონული ფოსტით და ინტერნეტით  გავრცელებული  მავნე პროგრამების შეტევების წინააღმდეგ  და დაიმსახურა უმაღლესი ქულები.

ტესტირების დროს გამოყენებული იქნა სცენარები თავდამსხმელების მიერ გამოყენებული რეალური ტაქტიკით, ტექნიკითა და პროცედურებით. „კასპერსკის ლაბორატორიის“  გადაწყვეტილებებმა მიიღეს მაქსიმალური შესაძლო ქულა Protection Accuracy და Legitimate Accuracy ინდიკატორებში. მათ აღმოაჩინეს და დაბლოკეს ყველა საფრთხე, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სატესტო სისტემას, გარდა ამისა  ზუსტად მოახდინეს ლეგიტიმური აპლიკაციების და URL-ების კლასიფიკაცია.

ყოველივე ამის შედეგად, უსაფრთხოების პროდუქტებმა დააგროვეს ქულების მაქსიმალური რაოდენობა Total Accuracy Rating-ში,  რაც აჩვენებს 100%-იან ეფექტურობას მავნე პროგრამების წინააღმდეგ და დაიკავეს პირველი ადგილი კატეგორიებში „მსხვილი ბიზნესის დაცვა“ (Enterprise), „მცირე ბიზნესის დაცვა“ (Small Business). “ინდივიდუალური მომხმარებლების დაცვა” ( Home). გადაწყვეტილებებს მიენიჭა ყველაზე მაღალი შეფასება – AAA.

„კასპერსკის ლაბორატორია“  რეგულარულად მონაწილეობს SE Labs-ის კვარტალურ ტესტებში. 2023 წლის პირველ კვარტალში კომპანიის პროდუქტებმა ასევე მიიღეს უმაღლესი საბოლოო ქულა და აჩვენეს 100% ეფექტურობა, ხოლო 2022 წელს მათ პირველი ადგილი დაიკავეს ოთხი ასეთი ტესტიდან სამში, აჩვენეს 100% დაცვის შედეგი, მიიღეს მაქსიმალური TotalAccuracyRating-ის  შეფასება  და უმაღლესი საბოლოო AAA რეიტინგი.

„მავნე პროგრამების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ჩვენ ასევე ვხვდებით შეტევებს, რომლებსაც აქამდე არ შეგვხვედრია. თავდამსხმელები მუდმივად აუმჯობესებენ მეთოდებს, ამიტომ კომპანიები და კერძო მომხმარებლები სულ უფრო მეტად ექვემდებარებიან ახალ თავდასხმებს. ჩვენი ტექნოლოგიებისა და პროდუქტების გასაუმჯობესებლად, ჩვენ არა მხოლოდ ვსწავლობთ კიბერ საფრთხეების ლანდშაფტს და ახალი ტიპის მავნე პროგრამას, არამედ ვმონაწილეობთ დამოუკიდებელ ტესტირებაში. ამ გზით ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ერთი ნაბიჯით წინ ვართ თავდამსხმელებზე და უზრუნველვყოფთ ჩვენი  კლიენტების ყოვლისმომცველ დაცვას. ჩვენი პროდუქცია რეგულარულად მონაწილეობს SE Labs-ის ტესტირებაში და მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მივიღეთ დადასტურება არსებული ტიპის საფრთხეების წინააღმდეგ მათი უმაღლესი ეფექტურობის შესახებ“, – ამბობს „კასპერსკის ლაბორატორიის“ ანტივირუსული კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ვლადიმერ კუსკოვი.

საერთო ჯამში, 2013 წლიდან 2022 წლამდე „კასპერსკის ლაბორატორიის“  პროდუქტებმა მონაწილეობა მიიღეს 827 დამოუკიდებელ ტესტსა და მიმოხილვაში, 587-ჯერ დაიკავეს  პირველი ადგილი, ხოლო  საუკეთესოთა სამეულში  685-ჯერ შევიდნენ.  

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *