როგორ მოვიქცეთ მონაცემთა გაჟონვის შემთხვევაში: „კასპერსკის ლაბორატორიამ“ წარმოადგინა ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმძღვანელო კომპანიებისთვის

როგორ მოვიქცეთ მონაცემთა გაჟონვის შემთხვევაში: „კასპერსკის ლაბორატორიამ“ წარმოადგინა ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმძღვანელო კომპანიებისთვის

Kaspersky Digital Footprint Intelligence-ის ექსპერტებმა შეიმუშავეს დეტალური ინსტრუქციები  კომპანიებისთვის, თუ როგორ უნდა მოაწყონ ბნელ ქსელში მონაცემთა გაჟონვის თვალყურის დევნების და რეაგირების პროცესი.

„კასპერსკის ლაბორატორია“ იუწყება, რომ თავდამსხმელები მუდმივად ეძებენ ახალ გზებს კორპორატიული კონფიდენციალური ინფორმაციის მოსაპარად. ეს რეალური საფრთხეა ნებისმიერი დარგის და ნებისმიერი ზომის კომპანიებისთვის. Kaspersky Digital Footprin tIntelligence-ის მონაცემებით, ორგანიზაციების 42%-ს, რომლებმაც 2022 წელს მონაცემთა კომპრომეტაცია განიცადეს, არ ჰყავდა საკონტაქტო პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა მსგავსი ინციდენტების მართვაზე. კომპანიების მეოთხედზე მეტმა (28%) ან არ უპასუხა შეტყობინებას, ან განაცხადა, რომ ეს მათში შეშფოთებას არ იწვევს. კომპანიების მხოლოდ 22%-მა უპასუხა სათანადოდ კიბერ ინციდენტის შესახებ ინფორმაციას, ხოლო 6%-მა განაცხადა, რომ უკვე იცოდა რაც მოხდა.

„კასპერსკის ლაბორატორიის“ დეტალური გზამკვლევი კომპანიებს საშუალებას მისცემს შექმნან გაჟონვაზე რეაგირების პროცესი – დაადგინონ საჭირო ნაბიჯები და დააკისრონ პასუხისმგებელ პირებს კონკრეტული როლები. სახელმძღვანელო მოიცავს არა მხოლოდ ტექნიკურ დეტალებს, მაგალითად, როგორ უნდა შეიქმნას ბნელი ვებ რესურსების უწყვეტი მონიტორინგის სისტემა ინციდენტების სწრაფად იდენტიფიცირებისთვის, არამედ ღირებული რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარვმართოთ ეფექტური კომუნიკაცია მედიასთან, კლიენტებთან, პარტნიორებთან, უფროს მენეჯმენტთან და სხვა ჩართულ  მხარეებთან  გაჟონვის შემთხვევაში.

„კომპანიებს ხშირად არ ესმით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ინციდენტის შემდეგ,  როგორ იმოქმედონ არა მხოლოდ სწრაფად, არამედ სწორადაც, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ შესაძლო რეპუტაციის ზიანი  და ფინანსური ზარალი. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიზნეს სფეროში წარმოიშვა გადაუდებელი აუცილებლობა, ჰქონდეს მკაფიოდ სტრუქტურირებული პროცესი გაჟონვაზე რეაგირებისთვის და რადგან ასეთი ინციდენტები მალე არ ჩერდება, გადავწყვიტეთ გაგვეზიარებინა ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და ცოდნა დეტალურ მრავალგვერდიან სახელმძღვანელოში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ის სასარგებლო იქნება კომპანიათა უმეტესობისთვის,” – ამბობს Kaspersky Digital Footprint Intelligence-ის უფროსი ანალიტიკოსი ანა პავლოვსკაია.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *