ირაკლი ოქრუაშვილმა ქართველი პოლიტიკოსები “თემქელ ქურდს” შეადარა

ირაკლი ოქრუაშვილმა ქართველი პოლიტიკოსები “თემქელ ქურდს” შეადარა

 

ირაკლი ოქრუაშვილი იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც პარლამენტში შესვლას აპირებენ, “თემქელ კანონიერ ქურდს” ადარებს. ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ თემქელ კანონიერ ქურდს უთქვამს – “მე თვითონ არ მჯერა ქურდი რომ გავხდიო. სწორედ ასეთ მდგომარეობაში არიან დღეს ისინი, ვინც პარლამენტში შესვლას აპირებენ”. ისე, სიმართლე რომ ითქვას, ალბათ ოქრუაშვილი ამას საკუთარი გამოცდილებიდან ამბობს, რადგან, ფაქტია, თავადაც ასეთ მდგომარეობაში იქნებოდა, როცა ე.წ. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ პირველად დაიკავა მინისტრის პოსტი…

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *