გახარიამ – არც წავსულვარო! მარგველაშვილმა – ვბრუნდებიო! როდის შეიქმნება  „ყოფილების პარტია“

გახარიამ – არც წავსულვარო! მარგველაშვილმა – ვბრუნდებიო! როდის შეიქმნება „ყოფილების პარტია“

ქართული პოლიტიკური სივრცე უახლოეს მომავალში სერიოზულ სიურპრიზებს ელოდება. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მალე ერთ პოლიტიკურ გუნდად ჩამოყალიბდნენ და პოლიტიკურ ასპარეზსაც ერთად დაუბრუნდნენ. ამ ვარაუდის საფუძველს ამ ორი პერსონის ფაქტობრივად ერთდროული გააქტიურება იძლევა. თუმცა, გიორგი გახარიას განცხადებით, ის არსადაც არ წასულა. მან ჟურნალისტებს გაუმეორა თავისი ცნობილი ფრაზა – „არსად

თუ გავითვალისწინებთ, რომელი ტელევიზიები აირჩიეს გახარიამაც და მარგველაშვილმაც პოლიტიკაში ხმაურიანი მოსვლის, დაბრუნებისა თუ დარჩენის დასაანონსებლად- სურათიც უფრო ნათელი გახდება.

წასვლას არ ვაპირებ“. მოგეხსენებათ, სწორედ ამ ფრაზის შემდეგ, რამდენიმე დღეში გადადგა გახარია და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდიდად საერთოდ და საბოლოოდ წასვლაც გამოაცხადა. თუმცა, როგორც ჩანს, პოლიტიკიდან მაინც არ აპირებს წასვლას და „გასული არ გვეგონება, უკან შემოვა“. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მან უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ უბრუნდება პოლიტიკას – „ავტორიტარიზმის არჩევით, ქართულმა ოცნებამ წითელი ხაზები გადაკვეთა. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას, ჩემს მეგობრებთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად!“ – დაწერა ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

მანამდე კი, ორივე მათგანმა მედიასთან ვიდეოკომენტარებიც გააკეთა, სადაც ორივემ ფაქტობრივად ერთნაირი ტექსტი წარმოთქვა, რომლის ძირითადი შინაარსი იყო ის, რომ აუცილებელია ძლიერი მესამე, დამაბალანსებელი პოლიტიკური ძალის შექმნა. ყველაფერი გასაგებია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, კონკრეტულად რომელი ტელევიზიები აირჩიეს გახარიამაც და მარგველაშვილმაც პოლიტიკაში ხმაურიანი

მოსვლის, დაბრუნებისა თუ დარჩენის დასაანონსებლად – სურათიც უფრო ნათელი გახდება. კერძოდ, გიორგი მარგველაშვილს, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადების გაკეთება სწორედ მაშინ მოუნდა, როდესაც მას „მთავარი არხი“ სტუმრობდა დუშეთის აგარაკზე. გახარიამ კი, უფრო უნიჭო სპექტაკლი შემოგვთავაზა და პოლიტიკიდან არწასვლისა და ახალი პოლიტიკური ძალის შესახებ მაშინ გამოგვიცხადა, როდესაც მას, სახლიდან გამოსულს, ჭიშკართან „შემთხვევვით“ გადაეყარნენ „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტები.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *