ყოფილმა პარლამენტარმა და „ქართული ოცნების“ ყოფილმა გამორჩეულმა სახემ ეკა ბესელიამ ყოფილი პრემიერ- მინისტრისა და ასევე გამორჩეული ყოფილი „ოცნებელის“ გიორგი გახარიას განცახდებაზე კომენტარი გააკეთა. მოგეხსენებათ, გახარიამ ჟურნალისტებთან ოფიციალურად განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან არსად მიდის და აუცილებლად იქნება ჩართული აქტიურ პოლიტიკაში. „მე არსად არ წავსულვარ, მე ვრჩები პოლიტიკაში“ – ამ სიტყვებიც ყოფილმა პრემიერმა მედიას უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდიდან წასვლა სულაც არ ნიშნავს მთლიანად პოლიტიკური სივრციდან გაქრობას. ეკეა ბესელია ყოფილი პრემიერის ამ განცხადებას ცოტა არ იყოს, ეჭვის თვალით უყურებს. „გიორგი გახარიას, ან ნებისმიერი სხვა ვინმეს შექმნილი ახალი პოლიტიკური ძალა რომელიც გადაწყვეტს, რომ იყოს არსებული რეჟიმის მაშველი იქნება აბოლუტურად მიუღებელი ჩემთვის“ – ამბობს ბესელია. ყოფილმა პარლამენტარმა ტელეეთერებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მისთვის ტრაგიკულად მოსასმენი იყო. „ის, რომ ჩემი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვინმეს აძლევდნენ ასეთ დავალებებს, ეს ჩემთვის არის ტრაგიკულად მოსასმენი. გამოდის, რომ რაც ვცადეთ, რომ შეგვეცვალა, ის სისტემა დარჩა და უარესიც კი მოხდა“ – თქვა ეკა ბესელიამ.