უცნობი ჟურნალისტებს – „თქვენ კმაყოფილებას განიჭებთ პატრიარქის გინება და პოლიციელების ფურთხება?“

უცნობი ჟურნალისტებს – „თქვენ კმაყოფილებას განიჭებთ პატრიარქის გინება და პოლიციელების ფურთხება?“

მომღერალმა და საზოგადოებრივმა აქტივისტმა, „უცნობის“ მეტსახელით ცნობილმა გიორგი გაჩეჩილაძემ ინტერვიუს დროს ჟურნალისტებს მოულოდნელი კონტრშეკითხვა დაუსვა. „თქვენ კმაყოფილი ხართ იმით რაც დღეს ხდება ქვეყანაში?“ – მიმართა მან გადაცემის წამყვანებს. ჟურნალისტები ცოტათი დაიბნენ, თუმცა შემდეგ უპასუხეს, რომ უკმაყოფილო არიან ლარის კურსის გაუფასურებით და ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობით ქვეყანაში. ამაზე უცნობი გაბრაზდა და ჟურნალისტებს მიმართა – „მხოლოდ ლარის კურსის გამო ხართ უკმაყოფილო? ამით, რასაც ხედავთ ახლა მედიასივრცეში და საერთოდ პოლიტიკურ სივრცეში, ამით კმაყოფილი ხართ? რაც ჩვენს გარშემო ხდება, ეს დესტრუქცია, ესმუდმივი პატრიარქის გინება, მოხუცებული კაცის, ეს მუდმივი პოლიციელებისთვის ფურთხება, ეს ამდენი ცილისწამება, ეს კმაყოფილებას გგვრით?“ – ჰკითხა მან ჟურნალისტებს.

მანამდე კი, გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ თავისუფლად და ადამიანურად ეკონტაქტონ და რობოტებივით ნუ ელაპარაკებიან.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *