თამარ კორძაია, მიშა სააკაშვილი და ედუარდ შევარდნაძე… პრინციპში, ბიძინა ივანიშვილიც… ანუ „წარმატებული“ იურისტის მიშისტური ვნებანი

თამარ კორძაია, მიშა სააკაშვილი და ედუარდ შევარდნაძე… პრინციპში, ბიძინა ივანიშვილიც… ანუ „წარმატებული“ იურისტის მიშისტური ვნებანი

 

როგორ ადამიანებს, როგორ ჟურნალისტებს, როგორ პოლიტიკოსებს და განსაკუთრებით, როგორ იურისტებს უწოდებენ დღეს „წარმატებულებს“? იმათ, ვინც სინდისის და ნამუსის გაყიდვის ხარჯზე ყველაფერზეა წამსვლელი, შეუძლია ყველაფერი თქვას, რაშიც, ალბათ, დამკვეთები ფულს გადაუხდიან, ან რაც მათ კარიერას წაადგება. ამის თვალნათელი მაგალიათია „იურისტი“ თამარ კორძაია, რომელიც ჯერ „ოცნების“ მაჟორიტარად მოგვევლინა პარლამენტში საგარეჯოს გაყალბებული შუალედური არჩევნების წყალობით და მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის „დაკრიშვით“ ახლა კი „ნაცების“ სიით გასული პარლამენტარია. აი, ასეთი ადამიანი გვიკითხავს მორალს და გვიმტკიცებს, რომ თურმე მიშა სააკაშვილს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება არ დაუწყია… მისი აზრით მიშა „საზოგადოების დაკვეთის“ წინააღმდეგ წავიდა, როცა წინამორბედი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე არ დააპატიმრა… ყველა დანარჩენ კითხვასთან ერთად, რომლებსაც ამ ვიდეობლოგში იხილავთ, საინტერესოა ისიც, საიდან ამოაძვრებს ხოლმე ბიძინა ივანიშვილი ასეთ ეგზეპლარებს და შემდგომ, რატომ ანაცვლებს ხოლმე მათ, ზუსტად ანალოგიური სხვა ეგზემპლარებით? ნახეთ ბაკურ სვანიძის ვიდეობლოგი.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *