რა კიბერ საფრთხეების წინაშე დგანან მომხმარებლები ყველაზე მეტად საქართველოში: „კასპერსკის ლაბორატორიის“ სტატისტიკა

რა კიბერ საფრთხეების წინაშე დგანან მომხმარებლები ყველაზე მეტად საქართველოში: „კასპერსკის ლაბორატორიის“ სტატისტიკა

„კასპერსკის ლაბორატორიის“ გადაწყვეტილებებმა  2024 წლის პირველ 8 თვეში მოიგერიეს 19 527 თავდასხმა საქართველოში კორპორატიული და სახლის მომხმარებლების კომპიუტერებზე ექსპლოიტების გამოყენებით. გასული წლის იმავე პერიოდში, მოიგერიეს 10 800 შეტევა, განსხვავება  80%-ზე  მეტია. ექსპლოიტი – აღწერს პროგრამას, კოდს ან მონაცემს, რომელიც შექმნილია აპლიკაციის ან ოპერაციული სისტემის შეცდომის ან დაუცველობის გამოსაყენებლად. ექსპლოიტის გამოყენებით, თავდამსხმელი იძენს უნებართვო წვდომას აპლიკაციაზე ან ოპერაციულ სისტემაზე და ექსპლოიტების უნარს ხშირად ასახელებენ იმ დაუცველობის მიხედვით, რომელსაც ისინი იყენებენ სისტემაში შეღწევისთვის.

კომპანიის ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა თავდასხმების რაოდენობა სტილერების (მავნე პროგრამა, რომელიც იპარავს პაროლებსა და სხვა ინფორმაციას, მათ შორის ბრაუზერიდან) გამოყენებით და შეადგინა – 54%,  იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა 9 874 სტილერული  თავდასხმა, მაშინ როცა  2023 წლის ანალოგიური პერიოდი – 6407 იყო.

საქართველოში, 2024 წლის პირველ 8 თვეში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კორპორატიული და სახლის მომხმარებლების კომპიუტერებზე ონლაინ თავდასხმების რაოდენობა (ვებშეტევები ან ინტერნეტის საშუალებით) გაიზარდა ( მიაღწია  953 933, მაშინ როცა 756 700 იყო, ესე იგი გაიზარდა  26%-ით), ხოლო  კორპორატიულ მომხმარებლებზე ადგილობრივი თავდასხმების რიცხვი გაიზარდა 15%-ით.  იანვარ-აგვისტოში  „კასპერსკის ლაბორატორიის“  გადაწყვეტილებებმა მოიგერიეს 74 342 ასეთი თავდასხმა ერთი წლის წინანდელ 64 621-თან შედარებით. ლოკალური საფრთხეები გამომდინარეობს მავნე პროგრამებისგან, რომლებიც მდებარეობს უშუალოდ მომხმარებლების კომპიუტერებზე ან მათთან დაკავშირებულ მოსახსნელ მედიაზე, ან რომლებიც თავდაპირველად შევიდნენ კომპიუტერში არა ღია ფორმით: ეს არის, მაგალითად, რთულ ინსტალერებში და დაშიფრულ ფაილებში შემავალი  პროგრამები.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *