ლიაკა ხოშტარია მამამისს, გოგია ხოშტარიას, ბანკიდან სახლამდე სულ შტვენა-შტვენით მისდევდა

ლიაკა ხოშტარია მამამისს, გოგია ხოშტარიას, ბანკიდან სახლამდე სულ შტვენა-შტვენით მისდევდა

ხოშტარიების ოჯახში რუსეთიდან მილიონობით რუბლების გადმორიცხვის შესახებ რომ ერთი ამბავი ატყდა, ეს ყველამ იცით. ცნობილია გოგი ხოშტარიას განცხადებაც – ჩემს გოგოს რატომ სთხოვთ პასუხს იმაზე, მამა ფულს საიდან და ვისგან იღებდაო? ლოგიკურად, გამოდის, ოკუპანტების წინააღმდეგ თავგადაკლული ბრძოლით სახელგანთქმული ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრები თუკი იღებენ ოკუპანტურ ფულს, ამას არა უშავს, ხოლო თუ ვინმემ რესტორანში გალეწილ სიმთვრალეში ერთ რუსულ სიმღერას მაინც მოუსმინა – ის უკვე პუტინის მონა და რუსეთუმეა? თუმცა, ეს ასე შეიძლება იფიქროს მხოლოდ იმ ადამიანმა, ვისაც თავისი თვალით არ უხილავს „მგიმოელი“ ლიაკას ღრმა ფსიქოლოგიური ტანჯვა და განსაცდელი, როდესაც მის ოჯახში რუსული რუბლები მოდიოდა. ჰელენი არ არის ისეთი უშუბლისძარღვო და სინდისნამუსგარეცხილი გოგო, ვიღაც სხვას უპროტესტოს რუსული დაფინანსება, უკან სდიოს პირში სასტვენით და ერთი ამბები აუწიოს, მაშინაც კი, როცა ეს დაფინანსება არ არის დამტკიცებული, ხოლო მამამისს ასე მშვიდად გაუტაროს რუსეთიდან რუბლების მიღება, თანაც სრულიად დამტკიცებული!

ჩვენი გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯოგი, როგორც ყოველთვის, სწორ კვალზე გავიდა და იპოვა თვითმხილველები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ლიაკა ხოშტარია მუდამ აპროტესტებდა მამამისის მიერ რუსული ფულების აღებას. კერძოდ, იგი ყოველთვის მიყვებოდა ბანკში რუსეთიდან გამოგზავნილი ფულის ასაღებად წასულ გოგი ხოშტარიას და ბანკის წინ „გასაფშუკუნებელი“ საღებავით უხატავდა წარწერას – „რუსეთი ოკუპანტია!“. ხოლო ბანკში, სანამ მოლარე გოგი ხოშტარიას რუსეთიდან გამოგზავნილ ფულს უთვლიდა, ჰელენ ხოშტარია „შვიშტოკით“ იდგა მის გვერდით და მთელი ხმით უშტვენდა. ასევე, სახლამდე სულ შტვენა-შტვენით მიჰყვებოდა მამას. სხვათა შორის, ექპერტები აღნიშნავენ, რომ ლიაკა იმდენად იყო გაბრაზებული, რომ „ფეისბუქზე“ მამის დღეც კი არ მიულოცა გოგის. ხოლო იმ სახლის კარებზე, რომელიც ხოშტარიებმა რუსული ფულით იყიდეს, ლიაკას ხელით მიწერილი „რუსეთი ოკუპანტია“ დღემდე ამჩნევია. ასევე, ჰელენი ყოველ დღე მიდის რუსული ფულით ნაყიდ სახლში და შუა „ზალაში“ პროტესტის ნიშნად ერთი საათი უშტვენს! ასე რომ, ზოგიერთი ენამწარე ბოღმიანი, ვიდრე ჰელენ ხოშტარიას და მის ოჯახს რუსეთიდან მილიონობით რუბლის მიღების გამო შხამიანად შეუტევს, ჯობს ჯერ იმაზე იფიქრონ გაიაზრონ, რამხელა ტანჯვად და შინაგან წამებად უჯდებოდა ჰელენ-ლიაკას რუსული მილიონების აღება!

შენიშვნა:- სწორედ ახლა შეგვახსენა ჩვენმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, არ დაგავიწყდეთ, მამიკოს ფულების დათვლისას, ელენეს ცალ თვალზე ხელიც ჰქონდა აფარებული და „20 პროცენტიანი“ თვალსახვევიც ეკეთაო!

“მგიმოელი” ლიაკას პროტესტი მამიკოს
Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.