ზოგს გაუკვირდა, როცა ოფიციალურად გაცხადდა – გედი ფოფხაძე ამ არჩევნებზე ნიკა გვარამიას პოლიტიკური გუნდის შემადგენლობაში შეეცდება ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრასო. არადა, გასაკვირი არაფერია და პირიქით, ლოგიკურიც კია ყველაფერი, თუკი გავიხსენებთ, ჯერ კიდევ როდის აწყობდა ყოფილი „ოცნებელი“ ფოფხაძე „გედების ტბის“ წარმოდგენებს სასამართლოს ეზოში ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით. კომიკური იმ შემთხვევაში ის იყო, რომ მიუხედავად მრავალგზის მოწოდებისა, არც ერთი ოპოზიციური პარტია და ლიდერი არ შეუერთდა გედის მოთხოვნას, რომ შესაბამისი კანონის დარღვევით, სასამართლოს ეზოშივე გაემართათ პოლიტიკური აქცია-მანიფესტაცია. შესაბამისად, „გედების ტბა“ არ შედგა და გედის სრულიად მარტოს მოუწია „პოლიტიკური პუანტების“ მორგება. მოგვიანებით, „მანიაკი ნაცების სადისტური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი“ ფოფხაძე, სიხარულით შეეგება შეწყალებულ ყოფილ ნაც-პროკურორს და აწ უკვე, როგორც ხედავთ, მისი პოლიტიკური გუნდის წევრიც კი გახდა ოფიციალურად. ანუ, შეიძლება ითქვას, საკუთარ პერსონალურ ტბაში მობანავემ, უკვე პოლიტიკური გედის სიმღერაც წამოიწყო და ოქტომბრის ბოლოს, სავარაუდოდ, მისთვის აშკარად მინორულ ნოტებზე დაამთავრებს. ასე ხდება, როდესაც გედი იმდენად დაიბოღმება და გამოტვინდება, რომ მის გარშემო არსებული წუმპე ტბა ჰგონია.
ნიკა გვარამიას თემითვე გავარგძელოთ. ყოფილი პროკურორი მთელი მონდომებით ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ის ასევე ყოფილი მანიაკია. არადა, პროკურორობისგან განსხვავებით, რაც უბრალოდ, თანამდებობაა და კაცი შეიძლ
ება ყოფილი პროკურორი იყოს, მანიაკობა შინაგანი ბუნებაა კაცისა და ყოფილი მანიაკი ბუნებაში არ არსებობს. უბრალოდ გარემოებების მიხედვით, მანიაკმა შეიძლება თავი მოიკატუნოს. ოღონდ ეს მაშინ, როდესაც მისი მანიაკობები ასე ძალიან არა არის საჯაროდ განთქმული. ნიკა გვარამია კი, მანიაკთა ბანდის ერთ-ერთი ძირითადი წევრი და იდეოლოგი გახლდათ და სწორედ მას ევალებოდა მედიაში ზე-მანიაკთა მანიაკობების „გამაპრავებელი“ ფილმების მომზადება. ასე რომ, გვარამია, შეგვიძლია ქართველი საზოგადოებისათვის დაუვიწყარ მანიაკად მივიჩნიოთ, მისი თავის მოკატუნებები კი, სირაქლემას უნიჭო კონსპირაციის სამაგალითო ნიმუშად. არანაკლებ საინტერესოა მისი ამბიციები, რომ თითქოს ნამეტარი ორიგინალური „კრეატივშიკია“. მაგალითად, თავის დროზე, როდესაც უკანონოდ მითვისებული „რუსთავი2“ დააბრუნებინეს და „მთავარი არხი“ დააარსა, პირველივე ეთერშიც და შემდეგ სოციალურ ქსელებშიც თავი წაგვჭამა – აგე, რა მაგარი „კრეატიული“ ვინმე ვარ, მთელ ქართულ მედიას გადავუჯოკრე ისეთი მაგარი და ორიგინალური სახელი მოვიქფრე მედია-საშუალებისთვის – „მთავარი არხიო“! არადა, ჯერ კიდევ ნიკას პროკურორობის დროსვე არსებობდა „მთავარი გაზეთი“ რომელიც ბადრი პატარკაციშვილის მედია-ჰოლდინგის შემადგენელი ნაწილი იყო და რეგიონებში კიდევ, ცალკე ჰქონდა სხვადასხვა გამოცემები ძირითად ბრენდით – „მთავარი“. სახელდობრ „მთავარი – იმერეთში“ „მთავარი-კახეთში“ „მთავარი-სამეგრელოში“ და ა.შ.
ამჟამად კი, გვარამია უკვე იმით ტრაბახობს – პოლიტიკური პარტიის მეტად „კრეატიული“ და ორიგინალური სახელი მოვიფქრეო. არადა, მან პარტიას „ახალი“ დაარქვა, რაც რეალურად, მსოფლიოშიც და საქართველოშიც ყველაზე „ნათრევი“ ბრენდია როგორც კომერციულ სფეროში, ასევე პოლიტიკაშიც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სწორედ გრეჩიხა-გაჩეჩილაძისა და დავით გამყრელიძის „ახლებმა“ მისცეს ლეგიტიმაცია 2003 წლის პარლამენტს როცა იქ გამოცხადებით ქვორუმი შექმნეს, რითაც მიშა სააკაშვილს „ვარდების რევილუციის“ დაწყების საბაბი მიეცა. ასე ტრაბახობს უნიჭო ნიკა 20 და მეტი წლის წინანდელი ბრენდების მითვისებით. არ ვიცით, ნაცების დროინდელი ადამიანთა წამების მეთოდებიც საკუთარ „კრეატივად“ მიაჩნ

ია თუ არა, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ბატონი ნიკა, ან ნამეტარი უნიჭოა, ან მართლაც აზრზე არ არის რა? სად? როდის?