ალეკო ელისაშვილი სამუდამო პატიმრობით ემუქრება იმას, ვინც მას ხელი დაარტყა

ალეკო ელისაშვილი სამუდამო პატიმრობით ემუქრება იმას, ვინც მას ხელი დაარტყა

საქართველოს პარლამენტის ყველაზე უზრდელი და თავხედი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, საპროტესტო აქციების დროს სცემეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დეპუტატმა აქციის მონაწილეებს პოლიციის კორდონის გარღვევისა სახელმწიფო კანცელარიაში შეჭრისკენ მოუწოდა. არა მხოლოდ მოუწოდა, არამედ აქტიურ ქმედებებზეც გადავიდა და პოლიციელებს პირადდა დაუწყო ჯაჯგური და შეურაცხყოფა.

მუშტების და თითის ქნევის უფლება მხოლოდ მე მაქვს!

ამის შემდეგ ელისაშვილი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. იქიდან გამოსულმა ელისაშვილმა განაცხადა რომ ის პოლიციელებმა სცემეს. მოგვიანებით კი, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როდესაც ხელიოსუფლება შეიცვლება, ის აუცილებლად დასჯის ამ პოლიციელებს – „ყველას სახე ვიცი. როგორც კი მთავრობა შეიცვლება, ყველა მათგანს სამუდამოდ ჩავსვამ ციხეში. ყველაფერს გავაკეთებ რომ ისინი იქიდან ვერ გამოვიდნენ, ვინც მე ხელი დამარტყა, მათ უნდა იცოდნენ რის უფლება აქვთ და რის არა“ – თქვა ელისაშვილმა. როგორც ჩანს, ალეკოს ისეთი ქვეყნის და სახელმწიფოს აშენება უნდა, სადაც ხელის დარტყმის უფლება მხოლოდ მას ექნება და სხვას არავის.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *