კვირის ტოპ-კულტურული სიახლე – ძალიან ცნობილმა ფრანგმა რეპერმა “გიმს”-მა ქართული ხალხური სიმღერის “რიმეიქი” გამოუშვა და ნახევარი მსოფლიო და მთელი საფრანგეთი აჭარულ “განდაგანაზე” ააცეკვა.
გიმსმა “განადაგანას” ფრანგულ ვერსიას “ნინაო” დაარქვა და მისასალმებელია, რომ მას გორან ბრეგოვიჩივით და ზოგი სხვა უცხოელი მუსიკოსივით არც უცდია მუსიკის მითვისება – ფოტოზეც ხედავთ, რომ სიმღერის ოფიციალურ საერთაშორისო პოსტერზე გიმსი ქართულ ჩოხაშია გამოწყობილი და ლათინურთან ერთად, სიმღერის სახელწოდებაც და შემსრულებლის სახელიც ქართული ანბანითაც არის მითითებული.
გიმსი წარმოშობით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან არის. ის გაიზარდა საფრანგეთში და ამჟამად ცხოვრობს საფრანგეთსა და მაროკოში. ის არის ჰიპ ჰოპ ჯგუფის Sexion d’Assaut წევრი. მან ინდივიდუალური კარიერა განაგრძო

Maître Gims-ის სახელით 2013 წლიდან.
მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია სიმღერა Bella. ახალი სიმღერა “ნინაო” უკვე ძალიან პოპულარულია
საფრანგეთში და მას სოციალურ ქსელებში უკვე მილიონობით ნახვა აქვს.
#გიმსი #განდაგანა #რეპი #საფრანგეთი