გამოსასყიდი პროგრამების შეტევები კომპიუტერებზე გახშირდა, სხვა კიბერ საფრთხეები კი შემცირდა

გამოსასყიდი პროგრამების შეტევები კომპიუტერებზე გახშირდა, სხვა კიბერ საფრთხეები კი შემცირდა

2024 წლის პირველ კვარტალში  „კასპერსკის ლაბორატორიის“ გადაწყვეტილებებმა დაიცვეს  83 270 უნიკალური მომხმარებელი გამოსასყიდი ტროიანებისგან, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი ერთი წლის წინ  60 900 იყო. კომპანიის ცნობით, DLS საიტებზე (dataleaksite)  გამოქვეყნებული  მსხვერპლთა 20%-ზე მეტი  დაზარალდა LockBit გამოსასყიდი პროგრამით. 2024 წლის იანვარ-მარტში აღმოაჩინეს გამოსასყიდის ცხრა ახალი ოჯახი და 7070 ახალი მოდიფიკაცია, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში ამ ტიპის მავნე პროგრამის ცხრა ახალი ოჯახი და 3089 ახალი მოდიფიკაცია აღირიცხა.   2024 წლის პირველ კვარტალში ტროიანების   ყველაზე მეტი თავდასხმა დაფიქსირდა სამხრეთ  კორეაში (0,75%), ბანგლადეშსა  (0,63%) და ლიბია (0,57%). ერთი წლით ადრე, ამ სიას იემენი (1,50%) ედგა სათავეში,  მეორე ადგილზე იყო ბანგლადეში (1,47%), ხოლო მესამეზე კი  ტაივანი (0,65%).

2024 წლის პირველ კვარტალში „კასპერსკის ლაბორატორიის“  გადაწყვეტილებებმა მთელს მსოფლიოში მაინერებისაგან  დაიცვეს  394120 უნიკალურ მომხმარებელი. გასული წლის იანვარ-მარტში მაინერის პროგრამების გამოყენებით თავდასხმები დაფიქსირდა 403 211 უნიკალური მომხმარებლის კომპიუტერზე. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში მაინერების 6601 ახალი მოდიფიკაცია იქნა აღმოჩენილი, ხოლო  გასული წლის იმავე პერიოდში 1733. ამა წლის იმავე პერიოდში, მაინერების თავდასმა ყველაზე მეტად განიცადა ტაჯიკეთმა (2,41%), ვენესუელამ (1,91%) და ყაზახეთმა (1,88%).  ერთი წლით ადრე პირველ ადგილზე იყო ტაჯიკეთი (2,87%), მეორეზე ყაზახეთი (2,52%), მესამეზე კი უზბეკეთი (2,30%).

შემცირდა ინტერნეტის საშუალებით შეტევების რაოდენობაც (ვებ შეტევები). ამრიგად, 2024 წლის პირველ კვარტალში „კასპერსკის ლაბორატორიის“ გადაწყვეტილებებმა მოიგერიეს 658 181 425 თავდასხმა, რომლებიც განხორციელდა ინტერნეტ რესურსებიდან მთელს მსოფლიოში. დაფიქსირდა 152 841 402 უნიკალური URL, რომელზეც გააქტიურდა ვებ ანტივირუსი. 2023 წლის იანვარ-მარტში 865 071 227 თავდასხმა იქნა მოგერიებული  და დაფიქსირდა 246,912,694 უნიკალური URL. მიმდინარე წლის იმავე თვეებში ასეთი თავდასხმების უმეტესობა აისახა მომხმარებლის კომპიუტერებზე საბერძნეთში (14,09%), ბულგარეთში (13,01%) და მადაგასკარში (12,54%). ერთი წლით ადრე ეს რეიტინგი ასე გამოიყურებოდა: თურქეთი (16,88%), ტაივანი (16,01%), ალჟირი (15,95%).

რაც შეეხება ადგილობრივ საფრთხეებს (მავნე პროგრამა იპოვნეს  უშუალოდ მომხმარებლის კომპიუტერებზე ან მათთან დაკავშირებულ მოსახსნელ მედიაზე, ან რომელიც თავდაპირველად შევიდა კომპიუტერში არა ღია ფორმით, მაგალითად, პროგრამები, როგორც რთული ინსტალატორების ნაწილი, დაშიფრული ფაილები),  2024 წლის პირველ კვარტალში  „კასპერსკის ლაბორატორიის“ ფაილურმა ანტივირუსმა დააფიქსირა 31 817 072 მავნე და პოტენციურად არასასურველი ობიექტი გასული წლის იანვარ-მარტის 43 827 839-თან შედარებით. ადგილობრივი საფრთხის წინაშე მყოფი ქვეყნების სამეული უცვლელი დარჩა, თუკი მიმდინარე წლის იგივე პერიოდი ასე გამოიყურებოდა: თურქმენეთი (47,55%), იემენი (43,57%), ავღანეთი (42,37%),   ერთი წლით ადრე იემენი  პირველი იყო (45,38%), თურქმენეთი მეორე(44,68), ავღანეთი კი  მესამე ადგილზე (43,64%)  დარჩა.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *