Kaspersky Safe Kids კვლავ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გადაწყვეტა ბავშვების დასაცავად ინტერნეტში

Kaspersky Safe Kids კვლავ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გადაწყვეტა ბავშვების დასაცავად ინტერნეტში

Kaspersky Safe Kids-ის აპლიკაცია ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოებისთვის დამოუკიდებელი ორგანიზაციების AV-TEST-ისა და AV-Comparatives-ის ტესტირების შედეგების საფუძველზე ხარისხის სერტიფიკატების მფლობელი გახდა (Approved). ორივე ლაბორატორიამ უჩვენეს   გადაწყვეტილების  მაღალი ეფექტურობა ასაკისთვის შეუსაბამო შინაარსის დაბლოკვისას.

„კასპერსკის ლაბორატორია“  იტყობინება, რომ Windows პლატფორმაზე ზრდასრულთა კონტენტი დაბლოკილი იქნა  AV-TEST და AV-Comparatives ტესტებში, შესაბამისად, 100% და 98,1%. Kaspersky Safe Kids 2015 წლიდან იყო ერთადერთი გამოსავალი AV-TEST ტესტების ისტორიაში, რომელმაც აჩვენა უმაღლესი შედეგი ამ კატეგორიაში და ეს ორჯერ მოხდა (2021 და 2023 წლეებში). AV-Comparatives კვლევაში, გადაწყვეტილება  გახდა  ერთადერთი სერტიფიცირებული ხუთი მონაწილედან. მან იგივე შედეგი აჩვენა 2019, 2021 და 2022 წლეებში.

თითოეული ტესტირების ლაბორატორია ატარებს ტესტებს საკუთარი მეთოდების შესაბამისად. AV-TEST-ის სპეციალისტებმა ტესტირებისთვის გამოიყენეს 7500 საიტი ექვს ენაზე, რომლებიც მიეკუთვნება კონტენტის 13  კატეგორიას. მათ რიცხვში – ზრდასრულთა კონტენტებს,  რომლებიც ახდენენ  ძალადობის, იარაღისა  და აზარტული თამაშების დემონსტრირებას.  გადაწყვეტამ დაბლოკა ზრდასრულთა საიტების 100% Windows პლატფორმაზე და სულ 92, 2% მასალები, რომლებიც შეუსაბამოა ბავშვებისთვის სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით. Android პლატფორმაზე გადაწყვეტამ დაბლოკა ზრდასრულთა საიტების 99,09%. აპლიკაციამ AV-TEST-ის სერთიფიკატი ზედიზედ მერვედ მიიღო და ასეთი მიღწევის მქონე ბაზარზე ერთადერთი გახდა.

ტესტში AV-Comparatives, KasperskySafeKids-მა დაბლოკა ზრდასრულთა რესურსების 98,1% Windows პლატფორმაზე. ის ამუშავებისას  ერთხელაც არ  შემცდარა. AV-Comparatives ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს KasperskySafeKids-ის ფართო შესაძლებლობები ბავშვების ონლაინ აქტივობის მონიტორინგის კუთხით.  ისევე უნდა აღინიშნოს სწრაფი რეაგირების უნარი, რომელსაც ის ახორციელებს მშობლების გაჯეტებიდან ბავშვების  მოწყობილობაზე.

„ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი სფეროა. ჩვენი მიზანია დავარწმუნოთ მშობლები, რომ მათი შვილები საიმედო დაცვის ქვეშ არიან ინტერნეტში. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა კიდევ ერთხელ დააფასეს ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით“, – ამბობს „კასპერსკის ლაბორატორიის“  კონტენტ ანალიზის ექსპერტი ანა ლარკინა.

„კასპერსკის ლაბორატორია“  2014 წლიდან ტესტავს  თავისი პროდუქტების შესაძლებლობებს ინტერნეტში ბავშვების დასაცავად. KasperskySafeKids-ის ყველა ტესტირების შედეგები ნახეთ აქ: https://www.kaspersky.com/about/awards?filter%5Bproducts%5D=ksk.

კომპანია არა მხოლოდ აწარმოებს პროდუქტებს ბავშვების კიბერუსაფრთხოებისთვის, არამედ აუმჯობესებს ინტერნეტის ყველაზე ახალგაზრდა მომხმარებლების ციფრული წიგნიერების დონეს. 2024 წელს „კასპერსკის ლაბორატორიამ“  გამოუშვა კიბერანბანი. ეს არის წიგნი, რომელიც ასწავლის ბავშვებს ამოიცნონ თაღლითთა  ხრიკები და გაიგონ ონლაინ უსაფრთხოების მნიშვნელობა.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *