ლაშა ბუღაძე ტექნიკური მთავრობის ვერ შექმნას ტაქტიკურ ხედვებს აბრალებს ემპირიული ფლუსტრაციით

ლაშა ბუღაძე ტექნიკური მთავრობის ვერ შექმნას ტაქტიკურ ხედვებს აბრალებს ემპირიული ფლუსტრაციით

რატომღაც „მწერლად“ წოდებულმა ლაშა ბუღაძემ „ნაციონალების“ მიერ „შინ ევროპაშიდ“ წოდებული აქციის ჩაშლის მიზეზების ახსნა სცადა. ასე იმიტომ ვამბობთ, რომ რეალურად რა იბჟუტურა ბატონმა „დრამატურგმა“ ამის „უბრალო მოკვდავი“ ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე ახსნას, სავარაუდოდ, რომელიმე ძველი „ხალხოსანი“ მწერალი დასჭირდება. მოგეხსენებათ, ბუღაძე-დიღმელაშვილ-მაქარაშვილ-მშვილდაძის კვარტეტს, ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ ჩამოყალიბება სურდა. საბოლოოდ საპროტესტო აქცია ისე დაიშალა ვერც ვერავინ გაიგო რას და რატომ აპროტესტებდნენ, ლაშა ბუღაძემ კი, მოგვიანებით, მედიასთან აი, ეს განაცხადა:-

„სხვა აქღმა გვქონდა და ტაქტიკური თვალსაზრისით სხვა გამოვიდა, რადგან ემპირიული და თეორიული სხვადასხვაა. აქციაზე განწყობების კონტრასტულობა ჩანდა. ზოგი უფრო ტემპერამენტული იყო, ზოგი უფრო რაციონალური, ზოგი უფრო მომენტის… მე საერთოდ ორიენტირებული ვარ, რომ ყველა პროცესი დაექვემდებაროს ანალიზს. მე არ ვგრძნობ თავს ფლუსტრაციაში. ტაქტიკურად, რაღაც დღეს არ გამოვა, ხვალ შეიძლება გამოვიდეს. გვაქვს დრო მობილიზების“ – პრინციპში, ვეთანხმებით, რადგან კონფორმისტული გააზრების შესაბამისად, ეგზისტენციალური შემეცნებით, მთავრობის აპრიორული სუბლიმაციური აღქმის შინაგანი ჰიპერბოლიზაციის ემპათიური და სემანტიკური ამპლიტუდა ნამდვილად შეესაბამება საპროტესტო მუხტის განლევადობის კვაზიფიმოზურ შინაარსობრივ კრიზისს უტრირებული ვარიაციებით. უბრალოდ, ხან „ტექნიკურიო“, ხან „ტაქტიკურიო“ და ესენი, ნეტა, მთავრობის გადატრიალებას აპირებენ თუ კვანტური ფიზიკის ძირითად დებულებებში ძირეული ცვლილებების შეტანას?

ტაქტიკური თვალსაზრისით სხვა გამოვიდა, რადგან ემპირიული და თეორიული სხვადასხვაა
Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.