ოპოზიციის საპროტესტო აქციების სიმბოლო ჩე-მაქარას სურათი იქნება

ოპოზიციის საპროტესტო აქციების სიმბოლო ჩე-მაქარას სურათი იქნება

(ირონიუსი!) ქართულმა ე.წ. „ოპოზიციამ“, ანუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე განაცხადა 15 მაისს გრანდიოზული აქციის მოწყობის შესახებ. ამაში არაფერია ახალი, ოპოზიცია უკვე მერამდენედ ცდილობს ხალხის ქუჩაში გამოყვანას. მაგრამ ამ შემთხვევაში, მაინც საეჭვოა ის რიხი და თავდაჯერებულობა, რითიც ოპოზიციის ლიდერებმა, ეს უკანასკნელი, ანუ 15 მაისს  გასამართი „გრანდიოზული“ აქცია დააანონსეს. ფაქტია, რომ მათ რაღაც სრულიად ახალი და ეფექტური ჩანაფიქრი აქვთ, რისი მეშვეობითაც ხალხი

ჩე-მაქარას ეს ფოტო ისევე განაწყობს ხალხს რევიოლუციისთვის, როგორც მთელ მსოფლიოს ჩე-გევარას ფოტო აძლევს ვაჟკაცობისა და შეუპოვრობის გრძნობას

ქუჩაში უნდა გამოიყვანონ. ჩვენმა გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა მოიპოვა არც ისე უტყუარი ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ხალხის ქუჩაში გამოყვანას გიგა მაქარაშვილის ფაქტორით აპირებს. მოგეხსენებათ, რამხელა ავტორიტეტი და გავლენა აქვს ხალხში მაქარაშვილს. მას ხალხი ცნობილ ჩე-გევარას ადარებს და მოფერებით ჩე-მაქარასაც კი ეძახიან. ამიტომ, ოპოზიციის საპროტესტო აქციების საორგანიზაციო ჯგუფმა გადაწყვიტა მაქარაშვილის გამოსახულებიანი მაისურების, ბენდენების, კეპკა-ქუდების და სხვა ატრიბუტების დამზადება და გამოშვება რათა, როგორც მთელ მსოფლიოს განაწყობს ვაჟკაცურად ჩე-გევარას გამოსახულებიანი სხვადასხვა ჩასაცმელ-დასახური, ასევე, ჩე-მაქარას სახემ და შემართებამაც რევოლუციურად განაწყოს ქართველი ხალხის დიდი მასა!

ერთი ეგაა, რომ თავად გიგა მაქარაშვილი გაჯიუტდა – თუ ჩემს გამოსახულებას დაატანთ მაისურებზე და სხვა სამოსზე, ეს აუცილებლად ის ფოტო უნდა იყოს თბილისში გასამართი „გეი-პრაიდის“ რეკლამისთვის რომ გადავიღე ტიტლიკანამო. ოპოზიციის ლიდერები ცდილობენ მას ეს ამბავი გადაათქმევინონ, თუმცა აქვე ფიქრობენ იმაზეც, მაშინ რომელი ფოტო უნდა დაიხატოს „ჩე-მაქარას მაისურებზე“? გორში რომ ნაგვით სავსე ურნა ჩამოამხვეს თავზე ის? როგორც ჩანს, საბოლოოდ, მაინც მაქარაშვილი გაიტანს თავისას და ოპოზიცია მალე დაბეჭდავს იმ მაისურებს და ქუდებს სადაც გიგა მაქარაშვილი „ჩე-გევარას“ ნაირად იქნება გამოსახული, ოღონდ „გეი-პრაიდის“ ატრიბუტიკით, შესაბამისი გარეგნული იერითა და შესაბამისი ჟესტიკულაციით.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *