საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს საჯაროდ აიცრის “კოვიდ19”-ის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის სრულ ნდობას უცხადებს საქართველოში რამდენიმე დღის წინ შემოტანილ “ასტრაზენეკას” ვაქცინას, რომელიც ე.წ. “ანტივაქსერების” მხრიდან ძლიერი შეტევისა და კრიტიკის ობიექტი გახდა. ზურაბიშვ
ილი ასევე მოუწოდებს მაღალ და საპასუხიმგებლო პოსტებზე მყოფ ყველა პირველ პირს, აუცილებლად აიცრან ამ ვაქცინით და მოსახლეობას მისცენ მაგალითი. პრეზიდენტის განცახდებით, მოსახლეობას უნდა გაუქარწყლდეს ყოველგვარი ეჭვი საქართველოში შემოტანილი ვაქცინის ვარგისიანობასთან დაკავშირებით.
ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად გაავრცელა.