პარლამენტარმა „ქართული ოცნებიდან“ ნინო წილოსანმა სატელევიზიო კომენტარი გააკეთა ელენე ხოშტარიასა და ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის პოლიტიკური პარტიების წინაარჩევნო გაერთიანებსთან დაკავშირებით. ამ გაერთიანების პოლიტიკური შეფასების გარდა, საინტერესო იყო წილოსანის ლექსიკა, როდესაც მან შეაფასა გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“-ს გასვლა ამ ერთობიდან. მოგეხსენებათ, აქამდე ეს გაერთიანება სამ წევრს, ლიაკას „დროას“ ჯაფარიძის „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ და ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელს“ უნდა შეედგინა, თუმა საბოლოოდ, ვაშაძემ უარი თქვა და ისევ „ნაცებთან“ პირდაპირი თანამშრომლობა არჩია. სწორედ ამ ფაქტის გამო განაცხცადა ნინო წილოსანმა – „ძალიან ვწუხვარ, რომ სამში ერთი გამოაკლდათ, ვგულისხმობ ვაშაძეს…“. განგებ თქვა ეს ფრაზა ქალმა დეპუტატმა თუ გაუაზრებლად, ეს თავად მაყურებელმა შეაფასოს. (ნახეთ ვიდეო)