ქართულმა მედიამ დაადგინა რამდენმა სპეცრაზმელმა შეუკვეთა 40 შაურმა!

ქართულმა მედიამ დაადგინა რამდენმა სპეცრაზმელმა შეუკვეთა 40 შაურმა!

(ირონიუსი!) მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შტურმის განხორციელების უტყუარობა, „მთავარმა არხმა“ და „ტვ პირველმა“ იმის მიხედვით დაადგინეს, რომ ვიღაცამ ახლო მდებარე საშაურმეში 40 შაურმა შეუკვეთა. ვის რაში სჭირდებოდა ამ გაგანია კარანტინში და პანდემიაში, შუა კომენდანტის საათის დროს 40 შაურმა? ფაქტია, მხოლოდ და მხოლოდ იქვე ჩასაფრებულ სპეცრაზმს! სპეცრაზმი შტურმს დაუნაყრებლად ხომ არ მიიტანდა? დასუსტებული და ძალაგამოლეული სპეცრაზმი როგორ გაუმკლავდებდა გიგი უგულავას მოქნეულ მუშტსა და ნიკანორ მელიას სანაქებო თავურს? შესაბამისად, სპეცრაზმმა შაურმები შეუკვეთა! – ასეთი იყო ნოდარ მელაძის, ინგა გრიგოლიას, ნიკა გვარამიას, გიორგი გაბუნიასა და სხვათა ლოგიკა. ტყუილად გაისარჯნენ ყველანი, ვინც ქილიკი დაიწყეს სპეცრაზმთან შაურმის დაკავშირებაზე! აკი, იმავე ღამით აღარ, მაგრამ მოგვიანებით მართლაც მიიტანა ი

შაბათს! გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი გეტყვით რამდენია 40 გაყოფილი 2-ზე!

ერიში სპეცრაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე და ნიკა მელიაც აიყვანეს. შესაბამისად, ეჭვები დადასტურდა! თუმცა, „ნაცების“ გულშემატკივარი მედიის გამომჯძიებელ ჟურნალისტთა გუნდი საგონებელში იმან ჩააგდო, რომ მელიას ამყვან სპეცდანიშნულების ჯგუფში იყო არა 40, არამედ ზუსტად 25 სპეცრაზმელი. მაშინ რატომ შეუკვეთეს მათ 40 შაურმა და არა 25? თავიდან ინგა გრიგოლიამ წამოაყენა აზრი, რომ შესაძლოა კაცზე 2 შაურმა შეუკვეთესო და გაუხარდა. მაგრამ მელაძემ გადაურეკა გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდს და გაარკვია რომ 40 რომ 2-ზე გავყოთ 25 არაა! (შაბათს! გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი დაადგენს, ზუსტად რამდენია 40 გაყოფილი 2-ზე!) ამიტომ ინგას სიხარული ნაადრევი გამოდგა. ბოლოს ისევ და ისევ გიორგი გაბუნიას გამჭრიახობამ იმარჯვა და მან ივარაუდა, რომ სპეცრაზმის წევრებმა 2 დღით ადრე შეკვეთილი შაურმა შეჭამეს, ამიტომ 15 მათგანს კუჭი აეშალა და შტურმში მონაწილეობა ვერ მიიღო. მართალია, ამაში ნიკა გვარამიას ცოტა ეჭვი ეპარება, მაგრამ სხვა ვერსია არც მას აქვს და ვიდრე მელაძის გამომკძიებელ ჟურნალისტთა გუნდი დაადგენს რამდენია 40 გაყოფილი 2-ზე, ფაღარათის ვერსია მაინც ყველაზე სარწმუნოდ მიიჩნევა.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *