(ირონიუსი!) როგორც ძალიან არასანდო წყაროებმა შეგვატყობინეს, მას შემდეგ, რაც ნატო ჩეიძემ საკუთარი სიზმრის შინაარსი „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა, მასზე სახელმ
წიფო უსაფრთხოების სამსახურმა თვალთვალი დააწესა. როგორც ნატო ჩხეიძე აცხადებს, გუშინ, შუადღეზე, სახლიდან როგორც კი გავიდა, დაინახა ავტომობილი, რომელიც ძალიან საეჭვოდ იქცეოდა. კერძოდ, ავტომობილმა ჩხეიძეს ისე მოაჩენა თავი, თითქოს მასში არავინ იჯდა, მაგრამ როდესაც ნატომ ავტომობილს ჩაუარა, აშკარად დაინახა რომ ავტომობილში მინიმუმ 4 ადამიანი იჯდა. ნატო ჩხეიძე არ შედრკა და საეჭვო ავტომობილს გამოელაპარაკა. ავტომობილმა მას უთხრა, რომ ის არ იყო ცხენი და ამიტომ არ შეეძლო ლაპარაკი. ჩხეიძეს ავტომობილის ეს პასუხიც საეჭვოდ მოეჩვენა, მაგრამ კონფლიქტის გაგრძელებას მოერიდა და ტივზე დაჯდა, რომელიც, იქვე ხეზე დაცურავდა. ასე დააღწია მან თავი საეჭვო ავტომობილს, თუმცა დარწმუნებულია, რომ საქმე მის სიზმარს ეხება, რომლის შინაარსის მიხედვითაც, იგი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, პატიმარ ნიკა მელიას ციხიდან გაქცევაში დაეხმარა მოლაპარაკე ცხენის დახმარებით. ჩხეიძე არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ შესაძლოა საქმე აღძრან და დააპატიმრონ კიდეც. მისი თქმით, სუსი მისგან ნიკა მელიას შესახებ ნანახი სიზმრის სრული ვიდეოჩანაწერის წარდგენას ითხოვს. ამის შესახებ თავად ნატო ჩეიძემ განუცხადა ჟურნალისტებს იმ ბრიფინგზე, რომელიც მას ტელევიზორის ყურებისას, დივანზე ჩაძინებულს დაესიზმრა.