მაცაცო სებისკვერაძე, მერაბ სეფაშვილი, ლექს-სენი – კუდის ქიცინი და ლაქუცი გრძელდება, ვინ იქნება შემდეგი?

მაცაცო სებისკვერაძე, მერაბ სეფაშვილი, ლექს-სენი – კუდის ქიცინი და ლაქუცი გრძელდება, ვინ იქნება შემდეგი?

ქართული შოუ-ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი მიშა სააკაშვილის მიმართ ლაქუცს და კუდისქიცინს განაგრძობს. ამჯერად რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძეს ჯერ მერაბ სეფაშვილი შეუერთდა, შემდეგ კი ალექსანდრე ქავთავარაძე (ლექს-სენი). სებისკვერაძის ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში, როგორც იცით, ვირუსულად გავრცელდა და უამრავი, ძირითადად მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. კომპოზიტორი ცრემლით ევედრებოდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, რომ საკვები მიეღო,  რადგან მისი სიცოცხლე მხოლოდ მას არ ეკუთვნის და მიშა ერის საკუთრებაა! სებისკვერაძის სულისკვეთებისგან დიდად არ განსხვავდება სეფაშვილისა და ლექს-სენის გულისამაჩუყებელი პოსტებიც. ცალ-ცალკე მათ გარჩევას აზრი არ აქვს, რადგან, ორივე ზუსტად ერთნაირად უწოდებს მიხეილ სააკაშვილს „გმირს“, „ერის მხსნელსა“ და „სამშობლოსთვის თავგანწირულ მოღვაწეს“. შეგახსენებთ, რომ ლექს-სენი სააკაშვილთან „ვარდების რევოლუციის“ პერიოდიდან მეგობრობს და სააკაშვილის ინიციატივით ჩამოყალიბებული „პატრიოტთა ბანაკებისთვის“ სიმღერაც შექმნა თავის დროზე. მოგვიანებით, ლექსომ „ნაცები“ გარკვეული მატერიალური პრეტენზიების გამო მიატოვა და „ოცნებასთან“ გადაძრომა სცადა, თუმცა, მისი მოთხოვნები, როგორც ჩანს, იქაც არ დააკმაყოფილეს და „უძღები შვილი“ რეპერი ისევ „ნაცებს“ დაუბრუნდა. რაც შეეხება მერაბ სეფაშვილს, მან „ნაცების“ გაგანია რეჟიმის და ტელევიზიების რბევისა და ადამიანების წამების პერიოდში სააკაშვილს სცენაზე „ჩემი გმირი გიწოდე“ უმღერა, თუმცა მოგვიანებით, ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგ უარყო – სააკაშვილისთვის არ მიმღერია ეგ სიმღერა, ისე ვიმღერეო… ახლა კი, როგორც ჩანს კვლავ აუძგერდა გული „გმირისთვის“ სიმღერების მისაძღვნელად, თუმცა, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ილია ჭავჭავაძის ლექსი მიუძღვნა, სადაც დაჩაგრული ხალხის

ჩვენი გმირი გიწოდეთ…

ბორკილების მსხვრევაზეა საუბარი. რაც შეეხება მაცაცო სებისკვერაძეს, მისი შვილებიც დიდი ხანია ცნობილი „მიშისტები“ არიან. კერძოდ მარიკა გერსამია „ნაცებმა“ დააწინაურეს ჯერ თსუ-ში ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე, მოგვიანებით კი განათლების მინისტრის მრჩევლად და სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად. იგი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხოლო მისი ძმა დათო გერსამია იყო მიხელ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის პირადი რეჟისორი და ოპერატორი. გერსამიას გადაღებულია მიშას ზეობის დროინდელი ყველა პომპეზური ღონისძიება და მისი დამონტაჟებულია ყველა „საპრეზიდენტო“ ვიდეოკლიპი. დავით გერსამია დღესაც ატარებს „მასტერკლასებს“ თბილისში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *