ინიციატივა No More Ransom, რომლის მეშვეობითაც გამომძალველთა მსხვერპლებს შეუძლიათ თავიანთი მონაცემების აღდგენა, აჯამებს მისი ექვსწლიანი მუშაობის შედეგებს: დაარსების დღიდან ამ პროგრამის პარტნიორების რაოდენობა გაიზარდა 4-დან 188-მდე და საიტზე ხელმისაწვდომი გახდა ფაილის გაშიფვრის 136 ინსტრუმენტი. მთლიანობაში, 1,5 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა მთელს მსოფლიოში შეძლო მათი მონაცემების აღდგენა No More Ransom-ის გამოყენებით, პროექტი ხელმისაწვდომია 37 ენაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „კასპერსკის ლაბორატორია“, რომელმაც, როგორც ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პარტნიორმა კომპანიამ, წვლილი შეიტანა გაშიფვრის 9 ინსტუმენტების შემუშავებაში, რომლებიც ხელს უწყობენ პროგრამა – გამომძალველთა 38 ოჯახის მიერ დაშიფრული მონაცემების აღდგენას. სულ 2018 წლიდან დაწყებული მომხმარებლებმა მთელს მსოფლიოში ჩამოტვირთეს ეს უტილიტები 300 ათასზე მეტჯერ.
კომპანიის ექსპერტები განმარტავენ, რომ როგორც წესი, გამოსასყიდი პროგრამა შიფრავს მოწყობილობაზე არსებულ ღირებულ ინფორმაციას, რაც მას მომხმარებლისთვის მიუწვდომელს ხდის. დაინფიცირება შეიძლება მოხდეს არაუსაფრთხო და თაღლითური ვებსაიტების მონახულებით, პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვით, მავნე დანართების გახსნით, ან დისტანციური წვდომის პროტოკოლის (RDP) მეშვეობით, ან ინტერნეტთან ჩართულ სერვერებზე დაუცველობების გამოყენებით. შემდეგ თავდამსხმელები მსხვერპლს გამოსასყიდს სთხოვენ, სანაცვლოდ მონაცემების ორიგინალური სახით აღდგენას ჰპირდებიან, ხშირად ასევე ემუქრებიან ამ მონაცემების გამოქვეყნებით. ამ ტიპის თავდასხმა მრავალი წელია ვითარდება და გავლენას ახდენს როგორც კერძო მომხმარებლებზე, ასევე ორგანიზაციებზე, ხოლო თავდამსხმელები თავად ქმნიან მთელ ეკოსისტემებს.
პროგრამა-გამომძალველებთან ბრძოლის ინიციატივა დაიწყო 2016 წელს ევროპოლის, ჰოლანდიის პოლიციის, „კასპერსკის ლაბორატორიისა“ და სხვა პარტნიორების მიერ. ოფიციალურ ვებგვერდზე, პროექტის მონაწილეები აქვეყნებენ გაშიფვრის ინსტრუმენტებს, სახელმძღვანელოებს და ინსტრუქციებს, თუ როგორ და ვის უნდა შეატყობინონ კიბერდანაშაულის შესახებ. ეს უტილიტები და მასალები უკვე დაეხმარა 165 სახის გამომძალველ-პროგრამატა მსხვერპლს მონაცემების უფასოდ აღდგენაში. პროექტი ასევე მიზნად ისახავს მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას, თუ როგორ მუშაობს ასეთი პროგრამები და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.
პროგრამა-გამომძალველები კვლავ რჩებიან კიბერუსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. მხოლოდ 2022 წლის პირველ სამ თვეში 74000-ზე მეტმა მომხმარებელმა განიცადა ასეთი სახის პროგრამათა თავდასხმები, რომელთაგან ყველა წარმატებით იქნა აღკვეთილი. ძალიან კარგია, რომ პროექტი ეხმარება ადამიანებს და კომპანიებს აღადგინონ თავიანთი ციფრული აქტივები თავდამსხმელებისთვის გამოსასყიდის გადახდის გარეშე. ამრიგად, ჩვენ ვურტყამთ მათ სუსტ წერტილს – ზუსტად ბიზნეს მოდელში, რომელიც გულისხმობს ფულის გამომუშავებას მონაცემთა გაშიფვრის მეშვეობით. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ გამომძალველებთან ბრძოლა ჩვენს პარტნიორებთან და პროექტის მომავალ მონაწილეებთან ერთად“, – ამბობს „კასპერსკის ლაბორატორიის“ კიბერუსაფრთხოების ექსპერტი დიმიტრი გალოვი.
როგორ ვებრძოლოთ და გავუმკლავდეთ პროგრამა-გამომძალველებს და ინიციატივა No More Ransom-ის შესახებ უფრო მეტის წაკითხვა შეგიძლიათ აქ.