ეკოსისტემა Kaspersky OT CyberSecurity დაეხმარება ინდუსტრიულ საწარმოებს დაიცვან ფიზიკური და ციფრული ინფრასტრუქტურის ყველა ელემენტი

ეკოსისტემა Kaspersky OT CyberSecurity დაეხმარება ინდუსტრიულ საწარმოებს დაიცვან ფიზიკური და ციფრული ინფრასტრუქტურის ყველა ელემენტი

„კასპერსკის ლაბორატორიამ“ წარმოადგინა Kaspersky OT CyberSecurity ეკოსისტემა სამრეწველო ინფრასტრუქტურის, მათ შორის კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის ობიექტების დასაცავად.

კომპანიის ცნობით, Kaspersky OT CyberSecurity-ის მთავარი ელემენტია განახლებული სამრეწველო XDR პლატფორმა Kaspersky Industrial CyberSecurity. მას შეუძლია აღმოაჩინოს და მოახდინოს რეაგირება კომპლექსურ შეტევებზე ცენტრალიზებულად მთელ ინდუსტრიულ ქსელში. ინდუსტრიული კიბერუსაფრთხოების ერთიანი კონცეფცია აერთიანებს წარმოებისა და ბიზნეს პროცესების უწყვეტობის სამ ძირითად ელემენტს. ტექნოლოგიას, გამოცდილებას და ცოდნას.

ინდუსტრიული XDR (Extended Detectionand Response) ეკოსისტემაში შესაძლებელი გახდა ძირითადი გადაწყვეტის გაძლიერების წყალობით EDR (EndpointDetectionand Response) ტექნოლოგიების   KICS  ბოლო კვანძების  დაცვისათვის.  ის საშუალებას იძლევა განხორციელებული იქნას  სამუშაო სადგურებსა და სერვერებზე ინციდენტების გაფართოებული გამოვლენის, რეაგირებისა და გამოძიების სცენარები, ასევე ამდიდირებს მონაცემებს ქსელის ინვენტარიზაციისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მოვლენებში  KICS for Networks ტელემეტრიით ბოლო კვანძებიდან.

გარდა სამრეწველო ინფრასტრუქტურის ყველა ელემენტის კიბერ დაცვისთვის სპეციალიზებული „კასპერსკის ლაბორატორიის“  გადაწყვეტილებების სრული სპექტრისა, Kaspersky OT CyberSecurity ეკოსისტემა მოიცავს Kaspersky MLAD ტექნოლოგიური აღჭურვილობის მუშაობაში ანომალიების გამოვლენის გადაწყვეტას; საჰაერო სივრცის დაცვის სისტემას უპილოტო საფრენი აპარატებისგან Kaspersky Antidrone; პლატფორმას უსაფრთხო სამრეწველო ქსელების შესაქმნელად Kaspersky SD-WAN, ასევე გადაწყვეტილებები, რომლებიც დაფუძნებულია კიბერ-იმუნურ ოპერაციულ სისტემაზე KasperskyOS.

Kaspersky OT CyberSecurity უზრუნველყოფს მარეგულირებელ მოთხოვნებთან  შესაბამისობას, ეხმარება საწარმოებს დახურონ კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის მოთხოვნების 80%-ზე მეტი ერთი ვენდორის  ყოვლისმომცველი შეთავაზების ანგარიშზე.

დაცვის დამატებითი დონე შეიძლება იყოს Kaspersky ICS CERT გუნდის საექსპერტო სერვისები საფრთხის დაზვერვის, უსაფრთხოების შეფასების, კიბერ ინციდენტების გამოძიებისა და თანამშრომლებისთვის სპეციალიზებული ტრენინგისთვის. ისინი გაზრდიან საფრთხეების შესახებ ცნობიერებას და შეიმუშავებენ მათზე რეაგირების სცენარებსა და შიდა პროცედურებს. ეს ხელსაწყოები იძლევა მოწინავე ვარიანტებს სამრეწველო ინფრასტრუქტურის ყოვლისმომცველი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საწარმოების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

კიდევ ერთი კომპონენტი  —  Kaspersky Unified Monitoring and Analysis Platform-ის  SIEM- სისტემა. ის აერთიანებს „კასპერსკის ლაბორატორიისა“  და მესამე მხარის მომწოდებლების პროდუქტებს ინფორმაციული უსაფრთხოების ერთ ეკოსისტემაში, რომელსაც შეუძლია კიბერ საფრთხეების თავიდან აცილება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერატიული ტექნოლოგიების გარემოს კვეთაზე, რომლებიც ყოველწლიურად იზრდება. უსაფრთხოების ეს მიდგომა საშუალებას გაძლევთ დაიცვათ სამრეწველო საწარმოების ყველა ბიზნეს პროცესი, არა მხოლოდ ტექნოლოგიურ სეგმენტში, არამედ კორპორატიულ ქსელშიც. ასევე, მისი დახმარებით, ბიზნესს შეუძლია რესურსების ოპტიმიზაცია, აგრეთვე  საწარმოების ინფორმაციული უსაფრთხოების იმ სპეციალისტების  დატვირთვის შემცირება, რომლებიც იძულებულნი არიან ემსახურონ გადაწყვეტილებების ორ სეგმენტს, რომლებიც ადრე არ იყო ურთიერთდაკავშირებული.

რატომ არის ახლა განსაკუთრებით აქტუალური ინდუსტრიული კიბერუსაფრთხოების ინტეგრირებული მიდგომა?  Kaspersky ICS CERT-ის თანახმად, მავნე ობიექტები ყველაზე ხშირად შეაღწევენ მართვის ავტომატური სისტემის (მას) კომპიუტერებზე  ინტერნეტიდან.  2022 წლის პირველ ნახევარში საგრძნობლად გაიზარდა სხვადასხვა საფრთხეების წილი  მას კომპიუტერებზე, მაგალითად, რუსეთში: საშიში ინტერნეტ რესურსები (+44%); ტროიანელ-ჯაშუშები (+18%); მავნებელი დოკუმენტები (+80%); სხვადასხვა მაინერები.  ასევე იზრდება გამომძალველი  პროგრამების გამოყენებით ინდუსტრიაზე თავდასხმების რაოდენობაც. საფრთხეების მრავალფეროვნება და თავდასხმების მრავალვექტორული ბუნება მოითხოვს ყურადღებას ინფრასტრუქტურის თითოეული ელემენტის დაცვისათვის.

„სამრეწველო კიბერუსაფრთხოება დღეს ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე უბრალოდ „პერიმეტრის“ დაცვა. 2022 წლის პირველ ნახევარში ინდუსტრიული საწარმოებისთვის კიბერ საფრთხეების მთავარი წყარო ინტერნეტია. ინტერნეტთან წვდომა არის IT და ხშირად OT- სეგმენტის განუყოფელი ნაწილი. საფრთხე შეიძლება მოდიოდეს ქსელის ნებისმიერი კვანძიდან. ეს გასათვალისწინებელია საწარმოს დაცვის მიდგომის შემუშავებისას. Kaspersky OT CyberSecurity არის დროული პასუხი ახალ გამოწვევებზე. ეკოსისტემაში არსებული გადაწყვეტილებები თავდაპირველად შექმნილია სამრეწველო საწარმოებში გამოსაყენებლად. ისინი ითვალისწინებენ მათ სპეციფიკას, აღჭურვილობის გამოყენების ხანგრძლივ ციკლს და ოპერაციული სისტემების მოძველებულ ვერსიებს და გამორიცხავს გავლენას სამრეწველო კონტროლის სისტემების შესრულებასა და ფუნქციონალურ უსაფრთხოებაზე. კორპორატიული სეგმენტის გადაწყვეტილებებთან ინტეგრაციის წყალობით, ეკოსისტემა საშუალებას გაძლევთ სრულად დაიცვათ საწარმოების მთელი ინფრასტრუქტურა და მინიმუმამდე დაიყვანოთ კიბერ ინციდენტებთან დაკავშირებული დანაკარგები,” – აღნიშნავს „კასპერსკის ლაბორატორიის“ კვლევისა და განვითარების დირექტორიანტონ ივანოვი.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *