თავდამსხმელებმა მკვეთრად გაზარდეს რესურსმომპოვებელ კომპანიებში ინვესტირების  თემის ონლაინ ექსპლუატაცია

თავდამსხმელებმა მკვეთრად გაზარდეს რესურსმომპოვებელ კომპანიებში ინვესტირების თემის ონლაინ ექსპლუატაცია

„კასპერსკის ლაბორატორიამ“  დააფიქსირა ისეთი თაღლითური საიტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რომელიც მომხმარებლებს ჰპირდება  ბუნებრივ რესურსებში ინვესტირებიდან მიღებულ  მაღალ შემოსავალს. 2022 წლის ივლის-აგვისტოში კომპანიამ დაბლოკა 5,5-ჯერ მეტი ასეთი URL-მისამართი, ვიდრე წლის პირველ ექვს თვეში ერთად აღებული. იანვრის თვიდან დაწყებული ექსპერტებმა სამი ათასი საეჭვო რესურსი აღმოაჩინეს.

როგორც კომპანიის ექსპერტები განმარტავენ, პოტენციური მსხვერპლის მოსატყუებლად, თავდამსხმელები იყენებენ თაღლითურ სქემას, სადაც ასახელებენ  მსხვილ რესურსმომპოვებელ  კომპანიებს. როგორც წესი, ყალბი გვერდი არის ვებგვერდი ან ლენდინგი,  სადაც არის ინფორმაცია ერთ-ერთ ასეთ  საწარმოში ინვესტიციებზე წვდომის გახსნის შესახებ. მომხმარებელი აჭერს ბმულს „კონსულტაცია“ და იხდის „საკომისიოს“, თუმცა მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებამდე საქმე არ მიდის, ამავდროულად  კარგავს თანხას   და საბანკო ბარათის მონაცემებს გადასცემს ღმერთმა იცის ვის.

ხშირად, ყალბი საიტები მზადდება ფერადი და დეტალური, დადებითი გამოხმაურებებით, იმ პირის მოგების სკრინშოტით, რომელმაც თითქოს შემოსავალი მიიღო. ასეთ  რესურსებში ხშირად  წარმატებული ისტორიებია მოცემული.

თავდამსხმელები ასევე იყენებენ ცნობილი ტოპ მენეჯერების სახელებს და ფოტოებს. მათი სახელით წერენ ყალბ მიმართვას  და მოუწოდებენ  ინვესტიციისაკენ, მაგალითად, ნავთობისა და გაზის კომპანიაში. ერთი ხრიკიც აქვთ ―   განსაზღვრული კომპანიის ტესტის გავლა  შემდგომში  ინვენსტიციის განხორციელების უფლებით,  რის შემდეგაც, სავარაუდოდ,  გაიხსნება სხვა პლატფორმაზე წვდომა შემდგომი მოქმედებებისთვის.

ამ რესურსებიდან ბევრი გამიზნულია უზბეკეთის ან ტაჯიკეთის მაცხოვრებლებზე. სავარაუდოდ, თავდამსხმელები იმედოვნებენ, რომ ამ ქვეყნებში მომხმარებლები ნაკლებად არიან  განათლებულები ფინანსურ   და ციფრულ საკითხებში.

„ბოროტმოქმედნი  ყოველთვის მიჰყვებიან საინფორმაციო დღის წესრიგს და ბუნებრივი აირის ფასების განხილვა არ დარჩენიათ ყურადღების გარეშე.  არსებობს სხვადასხვა გზა, რომლითაც ასეთი ბმულები აღწევენ  მომხმარებლებამდე,  მაგრამ ძირითადად ეს ხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მაგალითად, მომხმარებელი იღებს თაღლითურ ელ-წერილს, რომელშიც თავდამსხმელები არწმუნებენ  დააწკაპუნოს ბმულზე იმ საბაბით, რომ მისთვის უნიკალური შეთავაზება გამოჩნდა ან გამოქვეყნდა ცხელი ამბები რესურსების მოპოვების ინვენსტირების თემაზე“, – ამბობს „კასპერსკის ლაბორატორიის“  კონტენტის ფილტრაციის მეთოდების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ალექსეი მარჩენკო.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *