ტროიანელი NullMixer საფრთხეს უქმნის მომხმარებლის კონფიდენციალურ მონაცემებს

ტროიანელი NullMixer საფრთხეს უქმნის მომხმარებლის კონფიდენციალურ მონაცემებს

წლის დასაწყისიდან, თითქმის 50 ათასი მომხმარებელი მთელს მსოფლიოში შეეჯახა NullMixer-ს.  ეს ტროიანი ჩამოტვირთავს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც იპარავს ლოგინებს, პაროლებს, საბანკო ბარათის დეტალებს და წვდომას ზოგიერთ სოციალურ ქსელსა და ონლაინ მაღაზიაში, ასევე ცვლის კრიპტო საფულეების მისამართებს და შეუძლია შეაგროვოს ინფორმაცია, რომელიც ადამიანს კლავიატურაზე შეაქვს.

„კასერსკის ლაბორატორიის“  თანახმად, NullMixer-ს შეუძლია მრავალი ტროას ერთდროულად ჩამოტვირთვა. თავდამსხმელები აქტიურად ავრცელებენ მავნე პროგრამას საიტებზე, სადაც მომხმარებელი  ჩამოტვირთავენ კრიაკებს (ჰაკერების ინსტრუმენტებს), გასაღების გენერატორებს და აქტივატორ პროგრამებს. ჩვეულებრივ, დაინფიცირება ხდება მაშინ, როდესაც თქვენ ცდილობთ ჩამოტვირთოთ გატეხილი პროგრამული უზრუნველყოფა მსგავსი რესურსიდან. მომხმარებელს  დაუყოვნებლივ გადაამისამართებენ  პაროლით დაცულ საარქივო გვერდზე დეტალური ინსტრუქციებით. თუ მიჰყვებით ამ ინსტრუქციას, მაშინ თქვენს  წინ აღმოჩნდება არა  სასურველი პროგრამა,  არამედ NullMixer. მავნე პროგრამა გზას ხსნის მრავალი მავნე ფაილისთვის. მათ შორისაა სხვა ჩამომტვირთველები, ჯაშუშური პროგრამები, უკანა კარები, ბანკერები, ასევე სტილერი RedLine, რომელსაც შეუძლია მოიპაროს მონაცემები Telegram-ის ანგარიშიდან და სხვადასხვა VPN აპლიკაციიდან, Discord ტოკენებიდან, აგრეთვე კრიპტო საფულეები, შენახული პაროლები და  cookie ბრაუზერებიდან.

NullMixer-ი  ვრცელდება  პროფესიონალური SEO ინსტრუმენტების გამოყენებით (Search Engine Optimization). ისინი საშუალებას გაძლევთ გამოავლინოთ  საიტები, სადაც ეს მავნე პროგრამა იმალება საძიებო სისტემებში ძებნის პირველ სტრიქონებზე.  ეს რესურსები შეიძლება გამოჩნდეს პირველ გვერდებზე,  თუ ავკრიბავთ საკვანძო სიტყვებს „cracks“ და „keygen“.

„ნაცრისფერ და არაოფიციალურ საიტებზე ფაილების ჩამოტვირთვა რულეტკის თამაშს ჰგავს. არავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენს მიერ გადმოწერილი პროგრამა უსაფრთხოა. თავდამსხმელებს, მეორეს მხრივ, შეუძლიათ მიიღონ წვდომა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, მათ შორის, თუ რას აწერთ კლავიატურაზე: შეკვეთილი საქონლის მიწოდების მისამართიდან დაწყებული, მოწყობილობის ლოგინსა და პაროლებამდე. ამ საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია პროდუქციის ოფიციალური ვერსიებისა და უსაფრთხოების საიმედო გადაწყვეტილებების გამოყენებით“, – აღნიშნავს  „კასპერსკის ლაბორატორიის“ კიბერუსაფრთხოების ექსპერტი დენის პარინოვი.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *