მიშა მშვილდაძე აღიარებს, რომ დასავლეთი ყველა ზომას მიმართავს საქართველოს ომში ჩასათრევად, ამიტომ დაასანქცირეს მამაცაშვილიც

მიშა მშვილდაძე აღიარებს, რომ დასავლეთი ყველა ზომას მიმართავს საქართველოს ომში ჩასათრევად, ამიტომ დაასანქცირეს მამაცაშვილიც

ნაციონალური მოძრაობის მანიაკთა ბანაკი ცოტა არ იყოს, უხერხულ დღეშია. აბა, დაფიქრიდთ, როგორია შესასრულებლად დავალება – „ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საქართველო ჩაერთოს რუსეთ-უკრაინის ომში და გაუხსნას მეორე ფრონტი რუსეთს, ოღონდ ისე, რომ არ თქვათ, ეს რომ ამერიკას და დასავლეთს სურს!“ – დაგვეთანხმებით, თითქმის შეუსრულებელი მისიაა. ამიტომაც არის, პრეზიდენტყოფილი მიხეილ სააკაშვილის მონების საქმე ამ მხრივ ცუდად და აღარ იციან რა ქნან – თან „პუტინის აგენტობას“ აბრალებენ იმ ადამიანებს, ვინც ამტკიცებს – დასავლეთი ომში გვითრევსო და თან შიგა და შიგ, თავს ვერ იკავებენ და თავადაც იგივე წამოცდებათ ხოლმე. ამჯერად ცნობილი დოღრიალა და სააკაშვილის ცნობილი შნირი მიშა მშვილდაძე ჩავარდა ასეთ დღეში. „ყველაფერი რომ სცადა უკვე დასავლეთმა და არაფერი გამოვიდა, ბოლოს ადგნენ და უჩა და ტატე მამაცაშვილები დაასანქცირეს, აჰა, არც ახლა ჩაერთვებით ომშიო?“ – წერს მიშა მშვილდაძე და იქვე მოუწოდებს ქართულ არმიას – „მეგობრებო, ომში ჩართვა გარდაუვალი გახდა! მე არ ვიცი როგორ შეიძლება ეს ქართულმა არმიამ მოითმინოს“.

ამ დანაშაულებრივგი მოწოდების იურიდიულ მხარეებზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ჩვენ კი მხოლოდ ამ პასაჟზე გავამახვილებთ ყურადღებას – „ყველაფერი რომ სცადა უკვე დასავლეთმა“ – ანუ, რას ამბობ ამით მიშა? აქ ხომ საუბარია საქართველოს ჩართვაზე რუსეთ-უკრაინის ომში? ანუ შენ ამბობ, რომ დასავლეთმა უკვე ყველაფერი სცადა საქართველოს ჩასათრევად რუსეთ-უკრაინის ომში ხომ? კონტექსტიდან ეს ასე გამოდის. კი, მაგრამ შენ და შენი გუნდი არ იყავით, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს და სხვებს რომ ეტაკეთ, როდესაც მათ თქვეს – ამერიკის ელჩი და დასავლელი პარტნიორები ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობენო? თქვენ არ იყავით, მაშინ რომ გაიძახოდით, ეს როგორ აკადრეს ამერიკის ელჩსო? როგორ დააბრალეს და ცილი დასწამეს კელი დეგნანს და ევროწარმომადგენლებს, თოთქოსდა ისინი საქართველოს ომში ჩაბმას ცდილობენ – ასეთი ცილისწამება როგორ შეიძლებაო? ახლა თავადვე ამბობ – დასავლეთმა უკვე ყველაფერი გააკეთა რომ ომში ჩაგვითრიოს და აგერ, მამაცაშვილებიც სწორედ ამავე მიზნით დაასანქცირაო… რა ვიცი, ხომ არ ჯობს, კარგად შეუთანხმდეთ ჯერ თქვენს დამფინანსებელ გარეწრებს, რა უნდა ილაპარაკოთ და რა არა და ამის შემდეგ მოაღოთ ხოლმე პირი?

დასავლეთმა მამაცაშვილები ომში არ ჩართვის გამო დასაჯა?
Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *