ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაჯილდოვების ცერემონიის დროს შვილს ქართულად მიმართა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაჯილდოვების ცერემონიის დროს შვილს ქართულად მიმართა

ყატარში, დოჰას საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებულმა ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაჯილდოების ცერემონიალის დროს შვილს მიმართა. “ნიკოლას, მამიკო, მინდა რომ დაიმახსოვრო შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ძალიან მიყვარხარ და მენატრები” – ეს სიტყვები ბასილაშვილმა ქართულ ენაზე წარმოთქვა. მანამდე კი მან მადლობა გადაუხადა თავის მწვრთნელს და მეგობარ გოგონას. ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ მეუღლესთან სასამართლო პროცესი აქვს. ნეკა დოროყაშვილმა მას ოჯახურ ძალადობაში დასდო ბრალი. სასამართლო უკვე თითქმის ორი წელია განიხილავს ბასილაშვილის საქმეს. ჩოგბურთელს შემაკავებელი ორდერი სამართალდამცველებმა არაერთხელ გამოუწერეს. ამან ჩოგბურთელის სამშობლოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ზოგი ბასილაშვილს “მოძალადეს” უწოდებს და მისი გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს არ იზიარებს. ზოგი კი, პირიქით, მის ყოფილ ცოლს ცილისწამებაში ადანნაშაულებს და ჩოგბურთელს გაძლებას და კიდევ ბევრ სახელოვან გამარჯვებებს უსურვებს. რეალურად, დოჰას ტურნირის მოგება მთლიანად ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი გამარჯვებაა.

SHOW LESS

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *