(ირონიუსი!) მას შემდეგ, რაც 2003 წლის ე.წ. „ვარდების“ რევოლუციის მომდევნო პერიოდში ცნობილმა „კავეენშიკმა“ მიშა მშვილდაძემ პოპულარობა და ცნობადობა დაკარგა, მას, რ
ოგორც ჩანს დეპრესიამ დარია ხელი. დეპრესიიდან გამოსვლის გზად, მიშამ ყველა დებილურ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა, მიკროფონით სიტყვით გამოსვლა და ათასნაირი სიდებილის ღრიალი მიიჩნია. უნდა ითქვას, მან ეს წარმატებით შეასრულა კიდეც და კვლავ დაიბრუნა ძველი დიდება და ცნობადობა. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ყველა დადებითს თავისი უარყოფითიც მოჰყვება და მიშას ამდენ შტერულ საპროტესტო აქციებზე გამოსვლამ და ამდენი შტერობის დაძაბულმა ღრიალმა უკუშედეგიც მოუტანა. კერძოდ, ექიმემბა მიტინგებზე გამოსვლისას, მიშას აშკარა ფსიქიკური გადახრები შენიშნეს. ის ხან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ემუქრებოდა და ტანკების უკან წაყვანისკენ მოუწოდებდა, ხან ხელებს უაზროდ იშვერდა და ხალხს ჰპირდებოდა, რომ თავად ის იქნებოდა მომავალი უზრუნველი ცხოვრების გარანტი და ხანაც კიდევ, პირდაპირ უცაცხანებდა ბიძინა ივანიშვილს, დროზე გამასწარი თორემ 5 წუთში მანდ მოგივარდებიო. არადა, რეალურ ცხოვრებაში, უბანში, მეზობლებში, მიშა ერთი წყნარი, უწყინარი არაფრის მაქნისი ტიპია. ამიტომ, ექიმებმა თავდაპირველად ივარაუდეს, რომ მშვილდაძეს პიროვნების გაორება დაემართა და მიტინგის დანახვისთანავე ის უცებ პირდაპირ კარლ მარქსად გარდაიოქნება ხოლმე. თუმცა, უფრო ხანგრძლივი დაკვირვებით, აღმოჩნდა, რომ დიაგნოზი კიდევ უფრო მძიმეა და მიშა მშვილდაძეს პიროვნების არა გაორება, არამედ გასამება აქვს. ეს იმაში გამოიხატება, რომ მას ხშირად თავის არა მხოლოდკარლ მარქსად, არამედ ფრიდრიხ ენგელსადაც ეჩვენება ხოლმე. მართალია, მიშა მშვილდაძემ მთლად კარგად არ იცის ვინ იყო და რას წარმოადგენდა ფრიდრიხ ენგელსი, მაგრამ ეფრიდრიხენგელსება ხოლმე და რა ქნას?