საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო საუკუნეების (წლების არა, საუკუნეების!) მანძილზე, მასზე მეტი არავის არაფერი აუშენებია საქართველოში. სააკაშვილის აზრით, ბოლო დროის ყველა დიდი აღმშენებლობა სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული და ქვეყნის ყველა წარმატება მასთან ასოცირდება.