მამუკა ხაზარაძემ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალური მოლაპარაკების საკუთარი პირობები დაასახელა

მამუკა ხაზარაძემ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალური მოლაპარაკების საკუთარი პირობები დაასახელა

როგორც აღმოჩნდა, მამუკა ხაზარაძე მოლაპარაკებების მაგიდის იპოთეკით დატვირთვას ითხოვს.

(ირონიუსი!) ცნობილმა ბანკირმა და მევახშემ, პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა და ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კატეგორიულად გამორიცხა „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალური მოლაპარაკებების დაწყება. „რა ვქნა, ცალკე გავიდე და თვალები ვუპაჭუნო ხელისუფლებას?“ – დასვა კითხვა ხაზარაძემ და იქვე დასძინა – მე რამდენჯერმე აყირავებულ და გადაბრუნებულ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დავჯდებიო! ფაქტია, რომ ხაზარაძე „თვალების პაჭუნს“ ვერ იტანს და რაღაც უფრო საქმიანი სურს, რა შემთხვევაშიც, ხელისუფლებასთან ინდივიდუალურ მოლალაპარაკებებს დათანხმდება. ზოგადად, ამ „აყირავებულ მოლაპარაკებების მაგიდას“ რაღაც უცნაურად ახსენებენ ხოლმე და ამან ძალიან დააეჭვა ჩვენი გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი, რომელიც სწორედ მოლაპარაკების მაგიდის ქვეშ დაიმალა ერთ-ერთი მოლაპარაკების დროს და მოისმინა კიდეც მოსასმენი. როგორც აღმოჩნდა, მამუკა ხაზარაძე მოლაპარაკებების მაგიდის იპოთეკით დატვირთვას ითხოვს. ამაზე არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ კი, გაოცებას გამოთქვამს და ცდიოლობენ ხაზარაძეში მევახშის სული ჩაკლან და პოლიტიკოსის სული გააღვიძონ, თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებელია. ბანკირი მაინც დაჟნებით ითხოვს თავისას, რაშიც მას მისი ასევე მევახშე კომპანიონი ბადრი ჯაფარიძე უჭერს მხარს. ჯაფარიძის აზრით, იპოთეკით უნდა დაიტვირთოს არა მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდა, არამედ სკამებიც, ხოლო ხელშეკრულებაში უნდა ჩაიწეროს, რომ მათი დაზიანების შემთხვევაში მოხდება მესაკუთრისთვის მაგიდის და სკამების ჩამორთმევა და ის საკუთრებაში გადაეცემა იპოთეკარს. როგორც ჩვენმა გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა დაადგინა, სწორედ ამ მოთხოვნების მოსმენის შემდეგ გაიქცა ალეჯო ელისაშვილი თავის ლევან იოსელიანად და საწრაფოდ შევარდა პარლამენტში. ახლა მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეები, ცდილობენ როგორმე მოლაპარაკებიდან სადმე მოშორებით გაიტყუონ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რადგან ეჭვობენ, რომ მათ გადაწყვეტიული აქვთ თბილისში ხელახალი ვიზიტის დროს ევროსაბჭოს წარმომადგენელ კრისიან დანიელსონს მოლაპარაკებების დროს ეფექტური 38 პროცენტი შესთავაზონ, შარლ მიშელის თანათავმდებობით.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *