ექიმებს ვაქცინაციის ეშინიათ, ამიტომ, მოდით ხანდაზმულები ავცრათ – მთავრობის უცნაური გადაწყვეტილება

ექიმებს ვაქცინაციის ეშინიათ, ამიტომ, მოდით ხანდაზმულები ავცრათ – მთავრობის უცნაური გადაწყვეტილება

პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ დღეს მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო – ვაქცინის დეფიციტის პირობებში, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ასაცრელი მიზნობრივი ჯგუფების ასაკი დაწიოს და უკვე არა მხოლოდ 75 წელს მიღწეულები, არამედ 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც აცრას. ერთი შეხედვით, გადაწყვეტილება ცუდი არ არის და ვისაც სურს ვაქცინაციის ჩატარება, მისთვის შეიძლება ეს დადებითი ფაქტიც იყოს. უბრალოდ, მართლაც უცნაურია ის მიზეზი, რის გამოც, მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, მედიას ერთი და იგივე განუცხადეს – „ვინაიდან ვაქცინაციის ჩატარების მსურველ მედიკოსთა რიცხვი ძალიან მცირეა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ასაცრელთა ასაკი დაბლა დავწიოთ

ჯანდაცვის მინისტრისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ეს განცხადება, სულ მცირე, დაუფიქრებლობა და უპასუხისმგებლობაა

და 65 წლიდან საქართევლოს მოქალაქეებს მიეცეთ აცრის ჩატარების საშუალება“

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინაიდან მედიკოსებს აცრების ეშინიათ, არ ენდობიან საქართველოში შემოტანილ ვაქცინას და თავს იკავებენ აცრისგან, ამიტომ, მოდით, ხანდაზმულები იქნებ შევაცდინოთ და ავცრათო?

„ბიესინფოს“ მიზანი, რა თქმა უნდა, არ არის „ანტივაქსერული“ კამპანიის პროპაგანდა. უბრალოდ ჩვენ იმაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ჯანდაცვის მინისტრისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ეს განცხადება, სულ მცირე, დაუფიქრებლობა და უპასუხისმგებლობაა. თუკი ღიად აცხადებ, რომ სამედიცინო პერსონალი ვაქცინაციის პროცესს არ ენდობა და ეშინია ვაქცინის, მაშინ რატომ არ უნდა ეშინოდეს და რატომ უნდა ენდობოდეს ამ ვაქცინას ხანდაზმული ადამიანები?

მიგვაჩნია, რომ ტიკარაძე-გამყრელიძემ ან ამ კითხვას უნდა გასცენ პასუხი, ან ვიდრე მორიგ უპასიხმგებლო განცხადებას გააკეთებენ, ცოტათი მაინც დაფიქრდნენ რას ეუბნებიან ისედაც დაზაფრულ და დაშინებულ მოსახლეობას.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *