(ირონიუსი!) დამაინტრიგებელი კითხვა, რომელიც ჩვენს ძაანსპეციალურ კორესპონდენტს გაუჩნდა, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. საქმე ეხება „ქართული ოცნების“ გავლენებში მყოფი მედიის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი და იმავე დროს იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია და ისინი ერთმანეთს რამდენიმე დღის განმავლობაში ხვდებოდნენ. მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიამ საკმაოდ დაბნეულმა განუცხადა ჟურნალისტებს – „ვაშინგტონში, ერთ სასტუმროში, მხოლოდ ერთი ღამით ვიყავითო“, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა, უხერხულობის გაფანტვა ვითომ ხუმრობით სცადა – „არათუ ერთ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამით, არამედ ერთ ლოგინშიც ვიწექითო“. პირდაპირ რომ ვთქვათ, აქ ყველაფერი ნათელია და ზედმეტი დეტალების დაზუსტება არც საჭიროა და არც ლამაზი იქნება. მაგრამ, ჩვენი ინტრიგანი კორესპონდენტი სულ სხვა რამემ დააინტერესა – რატომ დაიშალა ასე მალე ეს შეხმატკბილებული წყვილი? რატომ გახდა საკმარისი მათთვის მხოლოდ რამდენიმე დღე, ან მით უმეტეს, მხოლოდ ერთი ღამე? როგორც წესი, ასეთი რამ, უფრო მეტად, იმ შემთხვევაში ხდება, თუ წყვილის ურთერთობაში უცებ „ვიღაც მესამე“ გამოჩნდება ხოლმე. ჰოდა, ვინ იყო სააკაშვილ-გახარიას სიამტკბილობაში ეს „მესამე“? აი, ამ კითხვაზე პასუხის პოვნის სურვილი კლავდა ჩვენს გადარეულ კორესპონდენტს და მას გონება მამუკა მდინარაძის ერთმა განცხადებამ გაუნათა. „თუ დააკვირდით, ვაშინგტონში, იმავე სასტუმროსთან ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელს ინტერვიუ ლელოს წევრმაც მისცა“ – განუცხადა ინგა გრიგოლიას მდინარაძემ და მრავალმნიშვნელოვნად მოჭუტა თვალები. აი, ამ ფრაზის გაგონების შემდეგ, ჩვენი გააფთრებული კორესპონდენტი ეცა „იუთუბს“ და დიდი ყურადღებით დააკვირდა კადრებს, სადაც „იმედის“ ჟურნალისტს „ლელოს“ წარმომადგენელი ესაუბრება ვაშინგტონის სწორედ იმ სასტუმროს წინ, სადაც გახარიამ და სააკაშვილმა ერთი დაუვიწყარი ღამე გაატარეს. კადრს თუ კარგად დააკვირდებით, ჩანს მოშორებით, სასტუმროს უკანა კარიდან როგორ იპარება მამუკა ხაზარაძე! „ლელოს“ წარმომადგენლის გამოსვლა სასტუმროს მთავარი კარიდან, ჟურნალისტის ყურადღების მიმქცევი მანევრი იყო მხოლოდ, რითიც ხაზარაძემ ისარგებლა და უკანა კარიდან მოხერხებულად გაიპარა. აი, უკვე გასაგებია და სრულიად ნათელია რატომაც დაიშალა გახარია-სააკაშვილის წყვილი მხოლოდ ერთ ღამეში. ფაქტია, რომ, ამ ღამის მათთან გატარება მამუკა ხაზარაძემაც მოისურვა, რამაც წყვილში უთანხმოება წარმოშვა და ეს მათი დაშორებით დასრულდა. ახლა, ჩვენი აღტყინებული კორესპონდენტი არკვევს, წყვილს შორის, რომელი იყო თანახმა იმაზე, რომ მათთან ერთი ღამე ხაზარაძესაც გაეტარებინა და რომელი იყო ამის კატეგორიული წინააღმდეგი? გაკეთებული განცხადებების შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, ასეთი ცუღლუტი უფრო გიორგი გახარია უნდა ყოფილიყო, რომელსაც სურდა, მიშასთვის საწოლში ხაზარაძეც შეეპარებინა, ხოლო სააკაშვილმა კატეგორიულად იუარა „მესამე პირი ლოგინში“ და წყვილის დაშორებაც სწორედ ამის გამო მოხდა. გავიხსენოთ, რომ გახარია-ხაზარაძეს შორის წერილების მიწერ-მოწერას და მსუბუქ ფლირტს ადრეც ჰქონდა ადგილი. სხვათა შორის, მამუკა ხაზარაძის იმ სასტუმროში ყოფნას ისიც უტყუარად ადასტურებს, რომ როგორც შევიტყვეთ, მეპატრონემ ეს სასტუმრო იმ ღამესვე ჩადო ეფექტურ 47 პროცენტიან იპოთეკაში. როგორც ჩანს, გახარია-სააკაშვილის საერთო ლოგინზე უარის მიღების შემდეგ, ხაზარაძეს მთელი ღამე უქმად არ დაუკარგავს და სასტუმროს მეპატრონესთან გადაინაცვლა.