შალვა ნათელაშვილი – „კალაძე ქურდია, თბილისი მილანის ბიზნეს-ფილიალად აქცია, მდინარაძემ სად იშოვა მილიონი?“

შალვა ნათელაშვილი – „კალაძე ქურდია, თბილისი მილანის ბიზნეს-ფილიალად აქცია, მდინარაძემ სად იშოვა მილიონი?“

 

„ჩვენ უნდა ვიყოთ მიმდევრები, იმ წინაპრების ვინც მაგალითია სინათლის, თავგანწირვის, თავდადების, აბა ვისი მიმდევრები უნდა ვიყოთ, ფულის ტომარა ივანიშვილის?“ – ამბობს ლეიბორსიტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. ის ასევე სხვადსახვა ეპითეტებით ამკობს „ქართული ოცნების“ სხვა ჩინოსნებს და ზოგს „ბლუყუნას“ ზოგს „ქურდს“ უწოდებს.

„მტერმა უსმინა ღარიბაშვილს ივანიშვილისგან დაბარებული ტექსტებით რომ ბლუყუნებს“ – ასე მოიხსენია პრემიერ-მინისტრი პირველმა ლეიბორისტმა. მოგვიანებით პარლამენტარ მამუკა მდინარაძესაც გადასწვდა და განაცხადა, რომ კაცი, რომელიც რამდენიმე წლის წინ რაღაც 500 დოლარის ქრთამის აღებაზე დაიჭირეს, დღეს უცებ მილიონერი გახდა და ლადო გუდიაშვილის ნახატების ორიგინალებიც კი შეიძინა რამდენიმე ათეულ ათას დოლარად, მაშინ, როდესაც მისი მეზობლები შიმშილით კვდებიან. ყველაზე ხისტი შალვა ნათელაშვილი თბილისის მერის მიმართ იყო და მას პირდაპირ „ქურდი“ უწოდა. „კახა კალაძე, ეს ცნობილი ქურდი, რომელმაც თბილისი აქცია მილანის ბიზნეს-ფილიალად. ნაძვის ხეც კი იქიდან ჩამოაქვს, თანაც ყველაზე მახინჯი ნაძვის ხე და და ამაში ბიიუჯეტიდან მილიონებს იხდის“ – ასეთი ბრალდება წაუყენა ნათელაშვილმა კალაძეს.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *