ლიზა იასკო სანდრა რულოვსის ჯიბრზე „ჩაკრულოს“ სწავლობს და ქართულ ცეკვებში  „სუხიშვილებთან“ ემზადება

ლიზა იასკო სანდრა რულოვსის ჯიბრზე „ჩაკრულოს“ სწავლობს და ქართულ ცეკვებში „სუხიშვილებთან“ ემზადება

(ირონიუსი!) საქართველოს მესამე და ყველაზე უმაგრესი, უსაყვარლესი და საოცარი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო ცოლი ქართველ ხალხზე შთაბეჭდილების მოსახდენად ემზადება. როგორც ჩვენმა უსაქმურმა კორესპონდენტმა დაადგინა, უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო, აპირებს გულაჩუყებულ ქართველებს სანდრა რულოვსი და მისი ცნობილი „მეგრული ნანა“ დაავიწყოს და ბევრად დიდი ფურორი მოახდინოს. ამიტომ, მან შეარჩია ის სიმღერა, რომელიც არა მხოლოდ მეგრელებს, ან თუნდაც კახელებს მოხიბლავს, არამედ კოსმოსურ სივრცეებშიც კი მოინადირებს ყოველთა ქართველთა გულებს. ჩვენი უსაქმური კორესპონდენტი გვატყობინებს, რომ მან პირადად შეუსწრო მიშა

განსაკუთრებით “ხევსურულს” ამუღამებს, ნამდვილი ხანჯლებით!

სააკაშვილის ცოლს ლიზა იასკოს ცნობილ მიშისტ მომღერალ-ფოლკლორისტ გიორგი უშიკიშვილთან და სწორედ მაშინ აუხსნეს მას ლიზამ და გიორგიმ, რომ უშიკიშვილი იასკოს „ჩაკრულოს“ ასწავლის და იქ, სადაც ჩვენმა უსაქმურმა კორესპონდენტმა მათ შეუსწრო, სწორედ „ჩაკრულოს“ შესწავლის საიდუმლო რეპეტიციები მიმდინარეობდა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ლიზა იასკოს სურვილი ყველაფერში „გადაუჯოკროს“ სანდრას, იმდენად დიდია, რომ იგი მხოლოდ სიმღერით არ შემოიფარგლება და ქართულ ცეკვებსაც ითვისებს. ამისათვის იგი „სუხიშვილებთან“ ემზადება.  გავიგეთ ისიც, რომ ლიზა განსაკუთრებული მონდომებით სწავლობს „ხევსურულს“ თანაც ნამდვილი ხანჯლებით. „მე რა ვიცი, მიშას მომავალში რა მოუფრენს თავში, ეგ ხომ ქალების მუსუსია და მეც რომ როდესმე სანდრას ბედის გავიზიარების საშიშროება დამიდგეს, ამისათვის მზად უნდა ვიყოო“ – აცხადებს იგი… როგორც ჩანს, სულ მალე ლიზა იასკოს რომელიმე მიტინგზე ვიხილავთ, „ჩაკრულოს“ სიმღერითა და ქართული ცეკვის ელემენტებით.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *