საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად პატრიმარ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გასამართმა საპროტესტო აქციამ დიდი დაპირისპირებები გამოიწვია ე.წ. „გაერთიანებული ოპოზიციის“ რიგებში. იმან, რომ ოპოზიციად მოაზრებული პარტიების დიდი ნაწილი ამ აქციაში მონაწილეობას არ აპირებს, ზოგიერთ ლიდერს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა. რატომღაც, ყველაზე დიდი რისხვა მაინც „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს დაატყდა თავს. მას განსაკუთრებით გაუბრაზდნენ ძველი, კომუნისტურ წარსულში დაწინაურებული მწერლების შვილი ქალბატონები. თაკო ჩარკვიანმაც და ნატო ჩხეიძემაც მამუკა ხაზარაძეს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართეს და ასე ვთქვათ, ნამუსზე ააგდეს. ჩარკვიანის გიგა ბოკერიას უფრო მწარედ შეეხო და მას სულ „მოღალატეობაში ნომერ პირველი“ უძახა. მამუკა ხაზარაძეს კი, მოუწოდა, რომ პიროვნული ასპექტები გვერდით გადადოს. „პოლიტიკოსებო! ეს აქცია არჩევნების სოლიდარობისთვის კი არა, უბრალოდ დაჭერილი, მოშიმშილე კაცის სოლიდარობისთვის დაგეგმილი აქციაა. რა უბედურება
გჭირთ?“ – ასე მიმართა თაკო ჩარკვიანმა მამუკა ხაზარაძეს და სხვა ლიდერებს. გაცილებით ხისტი აღმოჩნა კონკრეტულად ხაზარაძესთან მიმართებაში ყოფილი ასლანისტი, შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შემძვრალი და ბოლოს „განაცებული“, ტელეკომპანია „იბერიას“ ყოფილი მფლობელი ნატო ჩხეიძე – „მაგ პარტიას ლელო საქართველოსთვის კი არა, პრაქტიკულად ლელო ხაზარაძისთვის უნდა ერქვას. ჰო, და კიდე ჯაფარიძისთვისაც. მათი ლიდერი ხედვის ფოკუსს არ გაამრუდებს. მისი ფოკუსი კი, ის არის, რომ ყოველთვის ვიღაცის ფრთებქვეშ უნდა იყოს. ჯერ შევარდნაძის ფრთებქვეშ, შემდეგ სააკაშვილის ფრთებქვეს, ცოტა მერე ივანიშვილის ფრთებქვეშ… 14 ოქტომბერს კი ფრთები არ ფარავს, იქ კლანჭების სუნი უფრო იგრძნობა“ – ისე ამბობს ნატო ჩხეიძე, საქმეში ჩაუხედავი ადამიანი იფიქრებს, ის და მისი მეუღლე ზაზა ოქუაშვილი, არასოდეს ყოფილან ჯერ ედუარდ შევარდნაძის და შემდეგ ასლან აბაშიძის ფრთებქვეშ… ისე, მოგვიანებით, ბიძინა ივანიშვილისაც, რომელმაც, ეტყობა ფრთები „არასაკმარისად“ გადააფარა და განაწყენებული ცოლ-ქმრის რისხვაც ამიტომ დაიმსახურა.