როგორც იცით, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, თბილისის მერობის მეორე ტურში გადასულ კანდიდატს ნიკა მელიას სიმბოლური ორიანი დაუწერა. საქმე ისაა, რომ ჩარკვიანის ინიციატივით, მიშა სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე ნიკა მელია არ მივიდა. გაღიზიანებულმა ჩარკვიანმა მას მიტინგზე მიკროფონით მიმართა და უსაყვედურა, რომ მან თბილისის წინაშე გამოცდა ვერ ჩააბარა და რომ თბილისი მას ორიანს უწერს. მოგვიანებით, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში თაკო ჩარკვიანმა ამ ამბავზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მასა და ნიკა მელიას შორის ყველაფერი გაირკვა. „ჩვენ ვისაუბრეთ და ზუსტად ვიცი, ის გამოცდას რუსთაველზე, აქციაზე, ასიანზე ჩააბარებს“ – ამბობს ჩარკვიანი. (ნახეთ ვიდეო)