დავით დარჩიაშვილმა მიხეილ სააკაშვილი ნელსონ მანდელას შეადარა – „არც ის იყო ანგელოზი, მაგრამ იყო პოლიტპატიმარი“

დავით დარჩიაშვილმა მიხეილ სააკაშვილი ნელსონ მანდელას შეადარა – „არც ის იყო ანგელოზი, მაგრამ იყო პოლიტპატიმარი“

„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილმა პროპაგანდისტმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ჩადენილი დანაშაულების არსებობა მიხელ სააკაშვილს ხელს არ უშლის იმაში, რომ იგი პოლიტპატიმრად იქნას მიჩნეული. „პოლიტიკურ ექსპერტად“ წოდებულმა დარჩიაშვილმა, ამის საილუსტრაციო მაგალითად სამხერთ აფრიკელი ცნობილი მოღვაწე, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი ნელსონ მანდელა დაასახელა. „მანდელაც ციხეში იჯდა, მაგრამ ის ფაქტობრივად არ იყო ჩამოშორებული პოლიტიკურ პროცესებს. სხვათა შორის, არც ის იყო ანგელოზი და მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებშიც იყო რაღაცეები, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ ნელსონ მანდელა პოლიტპატიმრად ყოფილიყო აღიარებული“ – განაცხადა დარჩიაშვილმა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკვე საბოლოოდ შემობრუნდა ქართულ პოლიტიკაში და მის გარეშე არც ერთი პოლიტიკური პროცესი აღარ მოხდება საქართველოში. რბილად რომ ვთქვათ, ბატონი „ექსპერტი“ ცდილობს მსმენელის და მაყურებლის შეცდომაში შეყვანას, რადგან ნელსონ მანდელა ხელისუფლების სათავეში ყოფნის შემდეგ არ დაუჭერიათ და მას არ ჰქონია არც ერთი ისეთი ბრალდება წაყენებული, რომელიც ადამიანებზე ძალადობას შეიცავდა. პირიქით, მანდელა იყო რასობრივი ჩაგვრისა და აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი და სწორედ ამისთვის გახლდათ იმ წლებში დაპატიმრებული. საინტერესოა, რას იტყვის მსოფლიოს საზოგადოებრიობა, თუკი გიაგებს, რომ თავისუფლების სიმბოლო ნელოსონ მანდელას ვინმე დავით დარჩიაშვილი „ისეთ რაღაცეებში“ სდებს ბრალს?  უფრო მეტი ცნობები სამხერთ აფრიკელი ცნობილი მოღვაწის შესახებ, მკითხველს, შეუძლია თავადვე მოიძიოს ინტერნეტით და იმაზეც დაფიქრდეს, რამდენად მართებულია ნელსონ მანდელასა მიხეილ სააკაშვილის გვერდიგვერდ დაყენება.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *