ეკა ბესელიას და ზვიად ძიძიგურს მიშას მიმართ სოლიდარობის გრძნობა გაუჩნდათ. „ბიძინამ მაშინ გვითხრა, ძალიან მჭირდებითო“

ეკა ბესელიას და ზვიად ძიძიგურს მიშას მიმართ სოლიდარობის გრძნობა გაუჩნდათ. „ბიძინამ მაშინ გვითხრა, ძალიან მჭირდებითო“

 

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ და დაპატიმრებამ, მართლაც სერიოზულ ლუსტრაციის პროცესს დაუდო საფუძველი. სხვაზე რაღა უნდა ვთქვათ, როდესაც, თავის დროზე მიშას რეჟიმის წინააღმდეგ თითქოსდა ყველაზე რადიკალური მებრძოლები და შემდგომ ივანიშვილის ნომერ პირველი ავანგარდის წევრები, დღეს მიშა სააკაშვილის მიმართ ღია თანაგრძნობას გამოხატავენ. ეკა ბესელიამ და ზვიად ძიძიგურმა, მართალია ცალ-ცალკე, მაგრამ თითქმის ზუსტად იდენტური განცხადებები გააკეთეს. „მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვიდა და ციხეში ჩაჯდა, მე პირადად, მიშა სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის გრძნობა გამიჩნდა“ – აცხადებს ზვიად ძიძიგური. თითქმის იდენტურია ეკა ბესელიას განცხადებაც – „ჩემი შვილიც და ძმაც მიშას ჯჯოჯოხეთურ ციხეში ისხდნენ და 2 წელი გავიარე ეს ჯოჯოხეთი, არაფერი დამვიწყებია, მაგრამ მაინც აღარ მაქვს შურისძიების განცდა. იჯდეს და მოკვდეს იმ ციხეში-თქო, ამას ვერ ვიტყვი, ჩემთვის მიშა სააკაშვილი, პირველ რიგში ადამიანია და მე ადამიანის შესაძლო სიკვდილზე ვერ ვიქირქილებ. არადა, მიშა შეიძლება მართლაც გახდეს შიმშილობის მსხვერპლი. არ მესმის, ზოგიერეთები რატომ ვერ მიგებენ ამ პოზიციას“ – თქვა ბესელიამ. გაუგებარი არაფერია, უბრალოდ ფაქტია – ეკა ბესელიას ძმაც და შვილიც, „იმ ჯოჯოხეთიდან“  როგორც თავად უწოდა ქალბატონმა ეკამ, სრულიად ჯანმრთელნი, უვნებელნი, ფერზე მოსულნიც კი გამოვიდნენ. არა, ჩვენ არანაირ ეჭვებს არ ვუყრით საფუძველს, თუმცა, საინტერესოა, ისინი რომ იქიდან სხვებივით ძვლებში დამტვრეულები, ჯანმრთელობა შერყეულები, მენტალურად გატეხილები, გაუბედურებულები გამოსულიყვნენ, ან სულაც შეწირვოდნენ იმ რეჟიმს და ცოცხალი ვერ გამოსულიყვნენ ციხიდან, მაშინაც არ ექნებოდა ბესელიას სააკაშვილის მიმართ შურისძიების განცდა? ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, თუმცა, მკითხველს თავად შეუძლია დაფიქრდეს, ხომ არ იყო ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე მაშინდელი ოპოზიციის ლიდერთა „უზარმაზარი შედეგი“ მათსა და მერაბიშვილ-ადეიშვილ-ახალაიებს შორის გარკვეული შეთანხმებების „დამსახურება“? სხვათა შორის, ბესელიამ და ძიძიგურმა კიდევ ერთი რამ თვქეს ერთნიარად – მაშინ, 2011 წელს, ბიძინა ივანიშვილი თავად დაგვიკავშირდა და გვითხრა, ძალიან მჭირდებით და მოდით, ერთად ვიბრძოლოთო. რამდენად დამაჯერებელია ის ამბავი, რომ ივანიშვილს უფრო სჭირდებოდა მაშინდელი უკვე გაფარჩაკებული ოპოზიცია, ვიდრე ამ ოპოზიციას ივანიშვილი, ესეც მკითხველმა თავად გაიაზროს.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *