პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსულმა გიული ალასანიამ საღამოს მედიასთან კომენტარი გააკეთა. ექსპრეზიდენტის დედა შეშფოთებულია არსებული მდგომარეობით და აცხადებს, რომ მას სურს შვილთან ურთიერთობა, თუმცა ამის საშუალება არ ე ძლევა. „მე მას ვესაუბრე, მაგრამ ჩვენს შორის იყო ფანჯარა და მიმაჩნია, რომ დედასა და შვილს შორის ეს არ უნდა იყოს, ეს არაფრით არ შეიძლება“-თქვა ალასანიამ. მისივე თქმით, არანორმალურია ის, როგორც მის შვილს ექცევიან, რადგან არ შეახვედრეს თავის უკრაინელ ადვოკატს, რის გამოც სააკაშვილმა უარი განაცხადა რეანომობილზე და სამედიცინო დახმარებაზე. „მოშიმშილე ადამიანია, ეს კი სარისკოა, პროგნოზს ვერავინ აკეთებს. ექიმთა კონსილიუმი კარგი პროფესიონალებისგან შედგებოდა, მაგრამ მათი რეკომენდაციაც არ გაითვალისწინეს და სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანეს“ – ეს პრეტენზია წაუყენა ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის დედამ. საბოლოო ჯამში, ალასანიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი დასუტებულია, მაგრამ მხნედ და იმედიანად გამოიყურება.
სავარაუდოდ, თავისი შვილის ახლანდელ ყოფაზე ასე შეწუხებული გიული ალასანია არც კი დაფიქრებულა, რა ყოფაში იყვნენ იმ პატიმრების დედები, რომლებიც მისი შვილის ზეობის დროს, გინდ სამართლიანად და გინდ უსამართლოდ იხდიდნენ სასჯელს ე.წ. „ახალაიას ციხეში“.