რეგიონებში სტუმრობისას, მედიასთან გაკეთებული კომენტარების დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს რატომღაც მესამე რაიხის ბელადი გაახსენდა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ჰიტლერს მიბაძოს, თუმცა არც ეს გამოსდის. „როდესაც ჰიტლერი პირველად ჩასვეს ციხეში, მანაც დაიწყო შიმშილობა. მასთან ძალიან ბევრი მნახველი მიდიოდა და დაახლოებით იგივე სცენა დადგა ამ საცოდავმა კაცმა“ – თქვა მან. ღარიბაშვილმა ასევე დაამატა, რომ სააკაშვილის დღევანდელი საქციელი იგივეა, ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის წაგების შემდეგ კვლავ მოეთხოვა ხელისუფლებაში დაბრუნება და მსოფლიოს მისთვის რომ დაეჯერებინა. „დაახლოებით იგივეა, ამ კაცმა დაანგრია ქვეყანა, აწამა ადამიანები და ტერიოტორიები დაკარგა“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. თუმცა, მას რატომღაც არ დაუკონკრეტებია, რომელმა პოლიტიკურმა ძალამ მისცა საშუალება მიშა სააკაშვილს და მის „ჰიტლერელებს“ კვლავ შემობრუნებულიყვნენ ქართულ პოლიტიკაში. ვინ დააწინაურა ქართველი „ჰიტლერელები“ მაღალ თანამდებობებზე და ვინ განგვიცხადა – „ისინი აქამდე ცუდ საქმეს ემსახურებოდნენ და ახლა კარგ საქმეს მოემსახურებიანო“. ეს ყოველივე ღარიბაშვილს არ ახსენდება. ის ისეთი რიხით აცხადებს, „დღეს საკაშვილი ფეიკი ჰიტლერიაო“ – გეგონება ჰიტლერის ეს „ქართული ფეიკი“ სწორედ მის მშობლიურ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ არ შეუქმნია… (ნახეთ ვიდეო)