(ირონიუსი!) მსოფლიოში ცნობილი ბრენდის „ბალენსიაგას“ განთქმული ქართველი მთავარი დიზაინერი რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია, ეს მან უკვე ღიად გამოხატა. დემნამ სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით „თავისუფლება მიშას!“. თუმცა, როგორც ჩვენი არც ისე სანდო წყაროები გვატყობინებენ, დემნა უკმაყოფილოა იმით, რომ მისმა და შოუ-ბიზნესის კიდევ რამდნეიმე წარმომადგენლის მხარდაჭერამ შედეგი არ გამოიღო და სააკაშვილი ჯერაც პატიმრობაშია და თან შიმშილობს. ამიტომ, გვასალია ფიქრობს პატიმარი ექსპორეზიდენტისადმი თავისი მხარდაჭერა კიდევ
უფრო ნათელი, ინტენსიური და ღრმააზროვანი გახადოს. ჩვენი არც ისე სანდო წყაროს ცნმობით, ამისათვის დემნამ ჯერ ჯინსის ქურთუკებზე დააწერა „თავისუფლება ჩემს პრეზიდენტ მიშას!“, შემდეგ მაისურებზე და პერანგებზე მიაწერა იგივე, ბოლოს სხეულზე ამოსვირინგებაც დააპირა… მაგრამ უკანასკნელ წამს გადაიფიქრა, რადგან უფრო ეფექტური იდეა მოუვიდა თავში. კერძოდ, დემნამ გადაწყვიტა ფირმა „ბალენსიაგას“ საერთოდ შეუცვალოს სახელი და პატიმარი ექსპრეზიდენტისადმი ღრმა პატივისცემის ნიშნად მას „ბალანდიაგა“ დაარქვას! როგორც მოდის, პოლიტიკის, საზოგადოების, ომის, შრომის, მაიმუნობის და საერთოდ ყველაფრის ექსპერტები აცხადებენ, ცნობილი გენიოსის, დემნა გვასალიას ეს ჩანაფიქრიც ასევე გენიალურია, რადგან სიტყვა „ბალანდიაგა“ ერთბაშად ორ აზრს გამოხატავს – ერთი, რომ იგი პატიმარ მიშა საკაშვილისადმი მხარდაჭერაა, და მეორეც, ის მოშიმშილე ექსპრეზიდენტს მიანიშნებს – ჭამე, მიშა, ჭამეო! როგორც ამბობენ, დაანონსებულ საპროტესტო აქციებზეც, ნიკა მელიაც, ელენე ხოშტარიაც, მამუკა ხაზარაძეც და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებიც, სწორედ ახალია, „ბალანდიაგას“ ბრენდის ტანისამოსით და ფეხსაცმელებით გამოჩნდებიან.