მიხეილ სააკაშვილს ნიკოლ პაშინიანობა მოუნდა, თუმცა ხელს 7 ნოემბერი და სხვა ფაქტები უშლის

მიხეილ სააკაშვილს ნიკოლ პაშინიანობა მოუნდა, თუმცა ხელს 7 ნოემბერი და სხვა ფაქტები უშლის

პატიმარმა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებს რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართა. მისი წერილის შინაარსი ყველა მედიასაშუალებამ გაავრცელა, თუმცა, ჩვენი ყურადღება განსაკუთრებით, სააკაშვილის წერილის იმ აბზაცმა მიიქცია, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანზე საუბრობს. „ყველას მინდა შევახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილზე არანაკლებ ოლიგარქებს ებრძოდა თავის დროზე სომხეთის ოპოზიციის მაშინდელი ლიდერი ნიკოლ პაშინიანი და ხალხის უმაგალითო ვაჟკაცობით და მხარდაჭერით მან ისინი დაამარცხა!“ – წერს სააკაშვილი თავის მომხრეებს. რა თქმა უნდა, მისი შემართება და ბრძოლის ჟინი გასაგებია, მაგრამ არსებობს ერთი მომენტი – მიხეილ სააკაშვილს ავიწყდება, რომ როდესდაც პაშინიანი ერევნის მთავარ მოედანზე ზურგჩანთით იდგა და იქაურ ოლიგარქებთან ბრძოლისკენ მოუწოდებდა სომეხ ხალხს, მაშინ ის ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში არ იყო ნამყოფი და მისი მმართველობის პერიოდში ციხეში პატიმრები სკამის ფეხის უკანალში შერჭობით არ ჰყავდათ დახოცილი. არც ტელევიზიაში შეჭრილა არავინ პაშინიანის უშუალო ბრძანებით და არც ქუჩებში დაუხოციათ პოლიციის მაღალჩინოსნებს სრულიად უდანაშაულო ადამიანები სადისტურად… სააკაშვილს კი ერთხელ უკვე ენდო ქართველი ხალხი 2003 წლის ნოემბერში, ზუსტად იმიტომაც, რომ მისი მანიაკური მმართველობის სტილი ჯერაც არ ჰქონდათ გამოცდილი და საკუთარ თავზე ნაწვნევი. აი, იმ მახინჯ მოვლენას, რასაც ე.წ. „ვარდების რევოლუცია“ ერქვა, კი შეიძლება შეადარო პაშინიანის ბრძოლა, როდესაც

მანიაკი კაცი ზურგჩანთიან კაცს ედრება

ის სომხეთის ოპოზიციის ლიდერი იყო. მაგრამ საერთოდ ვინმეს რა და რამეს შეადარო ტირანის, მანიაკის, მკვლელის და სადისტის ხელისუფლებაში დაბრუნების უნამუსო მცდელობები – უბრალოდ სისულელ და უტიფრობაა. სხვათა შორის, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებსაც ავიწყდებათ ხოლმე და საქართველოში შექმნილ სიტუაციას, ხან უკრაინის, ხან მოლდოვისა თუ სომხეთის მგალითზე განიხილავენ. ჯობს, მათ ის გაიხსენონ, რომ არც ერთი ამ ქვეყნის მოსახლეობას არ აქვს გამოცდილი „ნაცების“ და სააკაშვილის მსგავსი შიზოფრენიულ-ფსიქოზური მანიაკური მმართველობის რეჟიმი. ამიტომ, იმ ქვეყნებთან საქართველოში დღეს შექმნილი სიტუაციის შედარება სრული უაზრობა და წყლის ნაყვაა. აქვე, „ნაცებს“ და მათ ბელადს იმასაც შევახსენებთ, რომ მათთმა „იდეალმა“ ბატონმა ნიკოლ პაშინიანმა, „სომეხი ოლიგარქების“ დამარცხების შემდეგ ოკუპანტ რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულებაც გააფორმა და პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საერთოდ ენაც შესანიშნავად გამონახა.

Share

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *